არსებობს ეჭვი, რომ ევროკავშირის ორი ქვეყანა რუსი ოლიგარქების ქონებას მალავს

არსებობს ეჭვი, რომ ევროკავშირის ორი ქვეყანა რუსი ოლიგარქების ქონებას მალავს

access_time2023-01-13 00:05:51

საბერძნეთმა და მალტამ გაყინეს რუსი ოლიგარქების ყველაზე ნაკლები აქტივები ევროკავშირის  ქვეყანებს შორის. საუბარია უკრაინაში შეჭრისთვის დაწესებული სანქციებით დაკავებულ თანხებზე, წერს Reuters.


ევროკომისიის შიდა დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც გამოცემა ეყრდნობა დღეისათვის 27 ქვეყანამ გააყინა 20,3 მილიარდი ევრო  რუსული აქტივები. მათ შორის, იტალიამ, ირლანდიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბელგიამ, ლუქსემბურგმა და ავსტრიამ თითო  მილიარდი ევრო.


ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებს მილიონობით დოლარის აქტივები აქვთ გაყინული. რაც შეეხება საბერძნეთსა და მალტას, მათი მონმაცემები გაცილებით მოკრძალებულია: 212 000 ევრო და 147 000 ევრო, შესაბამისად. ”ცოტა გასაკვირია… ან ბევრი რუსული აქტივი არ არის იქ, ან არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას”, - აცხდებს ევროპელი ჩინოვნიკი Reuters-თან. 



საბერძნეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსული აქტივების იდენტიფიცირება ათენმა ევროკავშირის სანქციების სიის საფუძველზე მოახდინა. თანხის სიმცირეს კი საბერძნეთში იმით ხსნიან, რომ „საბერძნეთში საინვესტიციო გარემო არ არის ხელსაყრელი რუსული კაპიტალისა და ოფშორული კომპანიების შედინებისთვის“.

მალტის პრემიერ-მინისტრის სპიკერმა კი განაცხადა, რომ ქვეყანა დაეხმარა სხვა ევროპულ სახელმწიფოებს ისეთი აქტივების ჩამორთმევაში, როგორიცაა იახტები, რომლებიც რეგისტრირებული იყო მალტაში, მაგრამ ფიზიკურად სხვაგან მდებარეობდა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ რესპუბლიკასა და რუსეთს შორის ვაჭრობის შემცირებამ კიდევ ერთხელ აჩვენა ხელისუფლების ერთგულება ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიმართ.

რუსეთსა და უკრაინას შორის ომის 10 თვის განმავლობაში 1300 ადამიანი და 120 ორგანიზაცია მოხვდა ევროკავშირის სანქციების სიაში. შეზღუდვები ეხება ვაჭრობას, ტრანსპორტს, ენერგეტიკას, საბანკო საქმეს, მედიასა და თავდაცვის სექტორს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up