„არსებობს რისკი, რომ სეზონი ისევ ჩავარდეს“ - რა მოცემულობით ხვდებიან ზამთრის სეზონს სამთო-სათხილამურო კურორტები

„არსებობს რისკი, რომ სეზონი ისევ ჩავარდეს“ - რა მოცემულობით ხვდებიან ზამთრის სეზონს სამთო-სათხილამურო კურორტები

access_time2021-10-27 13:30:25

„არანაირი კონკრეტული მესიჯი არ ყოფილა ხელისუფლებისგან, რომ ზამთრის კურორტები აუცილებლად გაიხსნება. ოქტომბერი მთავრდება და ეს აქამდე უნდა ეთქვათ“, - ამის შესახებ, ტურისტული კომპანიის "ტრაფიკ თრეველის" მმართველმა პარტნიორმა ცოტნე ჯაფარიძემ ,,რადიო პალიტრასა“ და ,,პალიტრანისუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.


მისი თქმით, შეზღუდვების ნაცვლად, სექტორს ხელისუფლებამ სწორი რეგულაციები უნდა დაუწესოს, რათა არ მოხდეს დიდი რაოდენობით ადამიანის კონცენტრაცია საბაგიროებთან.



„უკვე უნდა მიმდინარეობდეს მუშაობა, რომ ზამთრისთვის მოვიზიდოთ სტუმრები. მაგრამ ყველაფერი იწყება იმით, რომ კოვიდის გავრცელების კუთხით, ისევ მაღალი რისკის ქვეყანა ვართ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ქვეყანამ წითელი ზონიდან უკვე ამოგვიღო, მაგრამ თუ ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა ამ ტემპით გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ისევ დავბრუნდებით უკან. ამიტომ, არსებობს რისკი, რომ სეზონი ისევ ჩავარდეს. არანაირი კონკრეტული მესიჯი არ ყოფილა ხელისუფლებისგან, რომ ზამთრის კურორტები აუცილებლად გაიხსნება. ოქტომბერი მთავრდება და ეს აქამდე უნდა ეთქვათ. აბსოლუტურად არასწორი იქნება, რამე ფორმით თუ ისევ შეეხებიან ზამთრის კურორტებს. უკვე ვნახეთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაცული მიმართულება, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე. იმედია, იმ ხალხმა, ვინც უნდა აიღოს სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობა კურორტების გამართულ მუშაობაზე, რამე მაინც ისწავლეს შარშანდელი გამოცდილებით და სწორ რეგულაციებს დააწესებენ, რათა არ მოხდეს ხალხის დიდი მასის კონცენტრირება საბაგიროებთან და არ წავლენ აკრძალვების გზით“- აცხადებს ჯაფარიძე.




მისივე თქმით, საქართველოს სამთო კურორტებისათვის ძირითადი მიზნობრივი ბაზარი ემირატები და სპარსეთი ყურის ქვეყნები უნდა იყოს.



„მთელს მსოფლიოში, კოვიდმა მოგზაურობის სტანდარტი შეცვალა. ადრე, თუ ჯავშნებს ვიღებდით 3-6 თვით ადრე, ახლა ჯავშნები მოდის ბოლო მომენტში. ეს არ ხდება მხოლოდ ჩვენთან, ასეთია ახლა სტანდარტი, რადგან ხშირად იცვლება ვითარება კოვიდის გამო. ჩვენი უმთავრესი ბაზარი კოვიდის პირობებში არის ქვეყნები, საიდანაც მოგზაურობა შედარებით მარტივია, არის პირდაპირი რეისები. ამის ყველაზე კარგი მაგალითი ემირატები და სპარსეთის ყურის ქვეყნებია. ეს არის ჩვენი მიზნობრივი ბაზარი, ამას სულ ვამბობ. ვინც ამ ქვეყნებში მუშაობს, აშშ-დან ევროპიდან და ა.შ და მოკლე ვიზიტებზე ვერ ახერხებენ დაბრუნებას სახლში იმიტომ, რომ შორი და ძვირია, ასეთი ადამიანებისთვის 3-საათიანი ფრენის მანძილზე რენტაბელური იქნება დასვენება დროის და თანხის მხრივ. იქ უნდა ხდებოდეს პოზიციონირება, რაც ახლა არ ხდება“- განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ ,,საქმეში“

შეგახსენებთ, გასულ სეზონზე, სამთო-სათხილამურო კურორტებს გახსნის უფლება მხოლოდ 8 მარტს მიეცათ.



Bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up