პენსიის დანამატი შესაძლოა ინფლაციამ შთანთქას

პენსიის დანამატი შესაძლოა ინფლაციამ შთანთქას

access_time2021-11-29 15:00:09

2022 წლიდან დაგეგმილი სოციალური პროექტები საპენსიო შემოსავლების მსყიდველობითუნარიანობაზე დადებითად აისახება, მაგრამ რამდენად შეუწყობს ეს პროცესი პენსიონერების კეთილდღეობას ხელს და შეამსუბუქებს თუ არა ამ კატეგორიის მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას, ინფლაციის მასშტაბზეა დამოკიდებული. ერთ-ერთ დაბრკოლებად რჩება ისიც, რომ საშუალო პენსიის თანაფარდობა საშუალო ხელფასთან სასურველად ნამდვილად არ გამოიყურება.



სტატისტიკოს სოსო არჩვაძის შეფასებით, პენსიის ზრდის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იმედისმომცემია და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ,,შეჭამს“ თუ არა ინფლაცია 20-25 ლარიან დანამატს, რომელსაც პენსიონერები მომავალი წლიდან მიიღებენ.

 

,,ინფლაცია არის სისტემატურად, პენსიების ზრდა კი პერიოდულად ხორციელდება. ეს განსხვავებაა დღესდღეობით ამ ორ პარამეტრს შორის, რაც გამოწვევად უნდა ჩაითვალოს. მთავრობის ამოცანა, რომ ინფლაციის მაჩვენებელმა ვერ მოახდინოს პენსიების ნამატის ,,შეჭმა“ და მოხდეს სოციალური დაცვა. პრემიერის ბოლოდროინდელი ინიციატივა, განსაკუთრებით სოციალურ პროექტებთან დაკავშირებით, მათ შორის მედიკამენტებზე ფასების შემცირების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე სწორედ ამაზე მიანიშნებს, ვინაიდან ყველაზე მეტად ეს პრობლემა ასაკოვან მოქალაქეებს, პენსიონერებს აწუხებთ. ცნობილია, რომ 2022 წლიდან პენსია 20-25 ლარით იქნება გაზრდილი ასაკობრივი ჯგუფებისთვის, მატება ჯერჯერობით მხოლოდ7-8%-ის დონეზეა, ამიტომ ინფლაცია მომავალ წელს თუ უფრო მეტი იქნა, მაშინ მთლიანად  ,,შეჭამს“, თუ ნაკლები -  პენსიონერთა მდგომარეობა შეინარჩუნებს სტატუს-კვოს და არ გაუარესდება“, - განმარტავს ,,კომერსანტთან“ სოსო არჩვაძე.  



სტატისტიკოსის შეფასებით, საპენსიო ფონდი იძლევა რეალურ შესაძლებლობას, რომ საპენსიო დანაზოგების მოცულობა დროთა განმავლბაში გაიზარდოს, ხოლო ამის პარალელურად თუკი ეკონომიკაც გაძლიერდება, დაახლოებით 4-5 წელიწადში შეგვეძლება პენსიის დონით ასაკოვანმა მოქალაქეებმა კეთილდღეობას მეტნაკლებად მიაღწიონ. თუმცა, მისივე თქმით,  გაცილებით მეტი დროა საჭირო, რომ ამ პარამეტრით საქართველო საშუალო ევროპული ქვეყნის დონეს დაეწიოს. როგორც არჩვაძე აღნიშნავს, სახელმწიფოს მთავარი გამოწვევა მოქალაქეების ღირსეული სიბერეა. ამას კი საპენსიო უნდა ემსახურებოდეს.




,,პოზიტიურ დონეზეა საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხის მოცულობა და მომავალ წლებში კიდევ გაიზრდება, რაც ეკონომიკურად საინტერესოს და მომხიბლავს გახდის საპენსიო დანაზოგებს. თანდათან მრავალი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანი მოექცევა პროგრამაში და მათი პენსია თანდათან დაიბრუნებს სოციალურ  და ეკონომიკურ ფუნქციას, რაც ათეული წლების განმავლობაში ჰქონდა დაკარგული. ფაქტია, რომ რეალურად პენსია ვერ აკმაყოფილებდა პენსიონერი ადამიანის მოთხოვნილებას და პენსიონერთა ეს უზარმაზარი არმია, თითქმის 800 000 კაცი საზოგადოების მარგინალურ  ჯგუფად ჩამოყალიბდა. სახსრების შიდა ოჯახური გადანაწილება რომ არა, მათი მდგომარეობა გაცილებით დრამატული იქნებოდა. შეგახსენებთ, რომ პენსიონერთა 9/10, დაახლოებით 93% ოჯახის სხვა წევრებთან  ერთად ცხოვრობს და ერთობლივი მოხმარების ეფექტით სარგებლობს. ეს მათ რეალურ  კეთილდღეობას და მოხმარების დონეს, საკუთარ შემოსავლებთან შედარებით, თითქმის 80%-ით ზრდის. იმ მდგომარეობის დაძლევა, რომელშიც არიან, დაახლოებით 4-5 წელი საკმარისია, მაგრამ საშუალო ევროპული ქვეყნის დონეზე უნდა გავიდეთ ჯერ ჩვენი ეკონომიკური სიძლიერით და მერე უკვე შეგვეძლება სოციალური დახმარებისა და უზრუნველყოფის მასშტაბითაც ვიფიქროთ სტანდარტის გაუმჯობესებაზე. ცხადია, ამას მეტი დრო დასჭირდება“, - განმარტავს სოსო არჩვაძე.

 


სტატისტიკოსი ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე მაღალი ინფლაცია შენარჩუნდება და იქნება ორნიშნა, დაახლოებით 10-11%-ის ფარგლებში.



ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2022 წლის მარტიდან წლიური ინფლაცია შემცირებას დაიწყებს, თუმცა 6%-ზე მაღალი იქნება.

 


აღსანიშნავია ისიც, რომ საპენსიო სააგენტოს მაჩვენებლები, პანდემიის მიუხედავად, პოზიტიურია. დღესდღეობით პრობლემა სწორედ  მაღალი ინფლაციაა, კერძოდ კი ორნიშნა მაჩვენებელი, რაც  გარკვეულწილად ,,შთანთქავს“ იმ პოზიტიურ შედეგებს, რომელიც საპენსიო შენატანების სარგებლიანობასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ 26 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.



საპენსიო სააგენტოს 2021 წლის 6 თვის ანგარიშის განხილვისას მან განაცხადა, რომ ჯერ მცირე დროა გასული დაგროვებითი პენსდიის  სისტემის ამოქმედებიდან და მისი სოციალური ეფექტი მოსახლეობისთვის და მაკროეკონომიკური ეფექტი ეკონომიკისთვის ჯერ კიდევ წინაა.



საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში ბოლო საანგარიშო პერიოდში 5000 ზე მეტი დამსაქმებელი და 60 ათასზე მეტი დასაქმებული გაწევრიანდა დამატებით. სქემის მონაწილეთა რაოდენობამ აღნიშნული პერიოდისთვის 1,2 მილიონამდე ადამიანი შეადგინა.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up