„არსებულ კადრებს არ გააჩნიათ ის უნარები, რასაც სამშენებლო სფერო მოითხოვს“ - CMC-ის ბიზნესისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორო  დასაქმების ფორუმის მიზნებსა და შედეგებზე

„არსებულ კადრებს არ გააჩნიათ ის უნარები, რასაც სამშენებლო სფერო მოითხოვს“ - CMC-ის ბიზნესისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორო დასაქმების ფორუმის მიზნებსა და შედეგებზე

access_time2022-12-13 20:00:41

10 დეკემბერს, ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში საქართველოში სამშენებლო-დეველოპერული სექტორის დასაქმების პირველი ფორუმი გაიმართა. სექტორული დასაქმების პირველი ფორუმი უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია FIABCI-Georgia-ს, უძრავი ქონების #1 ჰაბ Property Georgia-ს და მშენებლობის მართვის კომპანია CMC-ის ორგანიზებით ჩატარდა.


რა იყო ამ ფორუმის მიზანი და რა შედეგები მიიღეს მონაწილე კომპანიებმა. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში  კომპანია CMC-ის ბიზნესისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორმა ნინო მესაბლიშვილმა ისაუბრა.

 

 

ნინო მესაბლიშვილის თქმით, ფორუმის გამართვის მიზანი იყო სექტორში არსებული გამოწვევების ანალიზი  და პრობლემების გადაწყვეტის გზების პოვნა.

 

„გამოწვევები არის საკმაოდ დიდი და საკმაოდ რთულია ამ მიმართულებით კადრების მოძიება, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ სექტორულ ფორუმს უფრო მეტი მნიშვნელობა ექნებოდა დასაქმების მსურველთათვის. პირველ ფორუმში მონაწილეობას იღებდა დეველოპერული-სამშენებლო და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული 20-მდე კომპანია. საკმაოდ საინტერესო იყო, 100-მდე სტუდენტი მოვიდა სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ასევე დასაქმების სხვა მსურველებიც.

 

 

გვქონდა პანელური დისკუსიები და პატარა ტრენინგები სამუშაოს მაძიებელთათვის. საკმაოდ ინტერაქტიური და საინტერესო გამოვიდა სამუშაოს მაძიებელთათვის და კომპანიებისთვისაც,“ - აღნიშნა ნინო მესაბლიშვილმა.

 

 

რამ შექმნა კადრების დეფიციტი სამშენებლო სექტორში - სექტორის ზრდამ თუ კადრების საზღვარგარეთ გადინებამ. ნინო მესაბლიშვილი ამბობს, რომ კადრების დეფიციტზე ორივე მიზეზმა იმოქმედა.


 

 

„საკმაოდ აქტიურად მიდის სამშენებლო პროცესი, შესაბამისად მოხდა ის, რომ ძალიან ბევრი ახალი კომპანია წამოვიდა და სხვა ქალაქებშიც დაიწყო აქტიური მშენებლობები. კადრების გადინებაც მოხდა. ასევე დავასახელებ იმასაც, რომ არსებულ კადრებს არ გააჩნიათ ის უნარები, რასაც სამშენებლო სფერო მოითხოვს და სწორედ უნარების შეუსაბამობაა მესამე მიზეზი იმისა, რომ ვერ ვპოულობთ სწორი კვალიფიკაციის კადრებს.

 

 

ვფიქრობ, რომ დიდმა კომპანიებმა ხელი უნდა შევუწყოთ, ავიყვანოთ მინიმალური ბაზით კადრები და შემდეგ მოვამზადოთ და გავზარდოთ შიგნით. რეალურად ესეც იყო ერთ-ერთი მოტივაცია იმისაც, რომ ასეთი ფორუმი გაგვეკეთებინა,“- განაცხადა ნინო მესაბლიშვილმა.

 

 

მესაბლიშვილის თქმით, სამშენებლო სექტორის ფორუმის შედეგიანობის შესაფასებლად, სამომავლოდ კომპანიებისგან ელოდებიან სტატისტიკას თუ რამდენი თანამშრომელი თუ სტაჟიორი აიყვანეს ამ ფორუმის მეშვეობით.

 

 

„როცა ადგილზევე გავესაუბრე რამდენიმე კომპანიას, თქვეს, რომ იყო დადებითი უკუკავშირი და რამდენიმე კანდიდატი ძალიან მოეწონათ,“ - აღნიშნა ნინო მესაბლიშვილმა. მისი თქმით, გეგმაშია რომ ფორუმი ყოველწლიურად გაიმართოს.

 

 

კითხვაზე, თუ რა პოზიციებზეა მოთხოვნა და რამდენად მაღალანაზღაურებადია სამშენებლო სექტორი, CMC-ის ბიზნესისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი ამბობს, რომ სექტორი საკმაოდ მაღალანაზღაურებადია და ბაზრის ყოველწლიური ზრდის შესაბამისად იზრდება სახელფასო ზღურბლიც.

 

 

„პოზიციებს რაც შეეხება, პროექტის მენეჯერი და ტექნიკური კადრები არის ყველაზე რთული - ინჟინრები, მექანიკოსები, ელექტრიკოსები და ასე შემდეგ. მუშახელიდან დაწყებული ყველა კადრი ძალიან ჭირს, განსაკუთრებით ტექნიკური კადრები. ეს არის მწარე რეალობა, მენეჯერულ კადრებშიც დეფიციტი გვაქვს,“- აცხადებს ნინო მესაბლიშვილი.

 

როგორც CMC-ის წარმომადგენელი ამბობს, ფორუმზე მიწვეული იყო ტექნიკური და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებიც და მათი მხრიდანაც დიდი იყო დაინტერესება. თუმცა რაც შეეხება ამ სასწავლებლიდან კადრების მოზიდვას, ნინო მესაბლიშვილის თქმით, ქვედა რგოლებში ეს შესაძლებელია, თუმცა დიდ პროექტებში და ტენდერებში მონაწილეობისას ტექნიკური კადრების ზედა რგოლებზე, მოთხოვნა უმაღლესი განათლების მქონე პირებზეა.

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up