არშემდგარი(მყიფე) სახელმწიფოების ინდექსი / FRAGILE STATES INDEX აშშ-ს წამყვანი კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაციის “მშვიდობის ფონდის” (THE FUND OF PEACE) მიერ შექმნილი ინდექსია, რომელიც აჯამებს მთელი წლის მოვლენებს 12 პარამეტრით, ინდექსი ახდენს 178 ქვეყნის რანგირებას.
2021 წელ ყოველწლიურ ინდექსში მსოფლიოს 178 ქვეყანა მოხვდა, რომელთა შორის ყველაზე არშემდგარად აფრიკის ქვეყნები – პირველი ადგილი სომალი, კონგო, სუდანი და სამხრეთ სუდანი დასახელდნენ. ყველაზე შემდგარ სახელმწიფოებადე კი ფონდმა ფინეთი (179 - ე ადგილი), შვედეთი, ნორვეგია, შვეიცარია და დანია დაასახელა.
2021 წელს საქართველო 79 - ე ადგილზეა, ჩამორჩება უკრაინას 13 საფეხურით, მოლდოვას - 24 საფეხურით, ყაზახეთს - 37 საფეხურით, ლიტვას - 76 საფეხურით, ესტონეთს 73 საფეხურით, ლატვიას - 67 საფეხურით, თურქმენეთს - 18 საფეხურით, უზბეკეთს - 1 საფეხურით.
ვის უსწრებთ? აზერბაიჯანს - 8 საფეხურით, რუსეთს - 5 საფეხურით.
„ფონდი მშვიდობის“ ინდექსში მოხვედრილი ქვეყნების სტაბილურობას სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკურ-სამხედრო მდგომარეობით განსაზღვრავს და 12 ინდიკატორით აფსებს. მათ შორის:
დემოგრაფიული მდგომარეობა, ბუნებრივი სტიქია, დაავადებები, საზოგადოებრივი ფაქტორები, საკვებზე/წყალზე ხელმისაწვდომობა, დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა, შურისმაძიებელი ჯგუფები ან ისტორიული კონფლიქტი; ინტელექტურუალური რესურსის გადინება ან განათლებული კლასის დაკარგვა, კრიმინალიზაცია, საჯარო სამსახურების მზარდი გადაგვარება, სხვა ქვეყნების და გარე პოლიტიკური ძალების ინტერვენცია და სხვა.
საქართველოს საუკეთესო ადგილი 2018 წელს ეკევა 83 - ე ადგილი, ყველაზე დაბალი 2009 წელს - 33 -ე ადგილი, რაც საომარი მდგომარეობით იყო განპირობებული.
ავტორი: ბელა გელაშვილი
წყარო: სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი