,,არსის“ ახალი პროექტი ,,შენი სახლი სამგორში“ 3 წელიწადში დასრულდება

,,არსის“ ახალი პროექტი ,,შენი სახლი სამგორში“ 3 წელიწადში დასრულდება

access_time2022-01-19 12:00:12

პანდემიურ პერიოდში, როცა უძრავი ქონების პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანი და გაურკვეველი იყო, კომპანია ,,არსმა“  მეტროსადგური „სამგორის“ მიმდებარედ, ყოფილი კომბინატის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის „შენი სახლი სამგორში“ მშენებლობა დაიწყო. პროექტი უბნის კონცეფციას ემყარება. ამ ეტაპზე 3 კორპუსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. როგორც ,,არსის“ აღმასრულებელი დირექტორი ბესო ორთოიძე ,,კომერსანტთან“ აღნიშნავს, პროექტი სულ 17 კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს და კომპანიის მიერ შესრულებული პროექტების - „შენი სახლი ჯიქიაზე“ და „შენი სახლი კიკვიძის ბაღთან“ კონცეფციის ანალოგიურია.



,,2020 წლის ბოლოს, როცა  სუბსიდირების პროგრამა აქტიურად მუშაობდა,  ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი,,შენი სახლი სამგორში“. სამშენებლო სამუშაოები  2021 წელსაც გაგრძელდა,  ფაქტობრივად არ გავჩერებულვართ.  პანდემიურ პერიოდში ახალი პროექტების  დაწყება  მარტივი არ იყო, მაგრამ სტაბილურობის შესანარჩუნებლად და მომხმარებლების ნდობის გასამყარებლად ამ ნაბიჯის გადადგმამ და რისკმა გაამართლა. ჩვენ მივიღეთ  სერიოზული და თამამი გადაწყვეტილება  ახალ პროექტებთან დაკავშირებით, რასაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამას ხედავს მომხმარებელიც, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კომპანიას, რომელიც, მისი აზრით, ფინანსურად გამართულია, არ უშინდება გამოწვევებს და სტაბილურად ვითარდება. ჩვენ ეს საკუთარი მაგალითით დავადასტურეთ. პროექტი ჯამში 17 კორპუსისგან შედგება, უკვე მესამე სახლის მშენებლობა მიმდინარეობს და მეოთხე სახლის მშენებლობას ვიწყებთ.  ეს არის   8 სართულიანი შენობები, საკმაოდ კეთილმოწყობილი ეზოთი და გამწვანებით, მსგავსი მასშტაბის პროექტი სამგორის რაიონში  არ განხორციელებულა“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“  ბესო ორთოიძე.



იქიდან გამომდინარე, რომ შენობები მრავალსართულიანი არ არის, შესაბამისად, თვითღირებულება მეტია. როგორც ორთოიძე ამბობს,  შედარებით დაბალი კორპუსები დაახლოებით 50 დოლარით ძვირია, ვიდრე ნებისმიერი სხვა სახის მშენებლობა.



რაც შეეხება ფასს, ,,არსის“ აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, 1 წელიწადში მშენებლობის ღირებულება დაახლოებით 120 დოლარით არის გაძვირებული.




,,2020 წელს, როცა  პროექტის ,,შენი სახლი სამგორში“ მშენებლობა დაიწყო, ფასი 530 დოლარს შეადგენდა, ხოლო  2021 წლის ბოლოს 650 დოლარს გადააჭარბა. ჩვენი პროექტების ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშაა, რომ  კაპიტალიზაცია სწრაფად იზრდება.  გამომდინარე იქიდან, რომ ეტაპობრივად რამდენიმე სახლს ვაშენებთ, ყოველი ახალი გაცილებით ძვირია, ვიდრე წინა. გარდა ამისა,  გასულ წელს სამშენებლო მასალები 30-35%-ით გაძვირდა, რაც დროთა განმავლობაში ფასებზეც აისახება. ჯერჯერობით სხვაობა 10%-ის დონეზეა“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ბესო ორთოიძე.

 


ცნობისთვის, პროექტი ,,შენი სახლი სამგორში“ ქართულ-ესტონური ინვესტიციით ხორციელდება და ჯამური ღირებულება დაახლოებით 100 მლნ ლარია.  



ინვესტიციის მოცულობა პარტნიორებზე თანაბრად ნაწილდება.



მთლიანად პროექტის სრულად დასრულებას 3 წელი დასჭირდება.



17 ახალი საცხოვრებელი კორპუსი 1000 ბინაზეა გათვლილი.

 


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up