ას ჯორჯიას დეველოპერული პროექტები მაღალი სეისმომედეგობით გამოირჩევა - მამუკა ქობალია

ას ჯორჯიას დეველოპერული პროექტები მაღალი სეისმომედეგობით გამოირჩევა - მამუკა ქობალია

access_time2023-03-29 17:40:41

„კომპანია „ას ჯორჯია“, როგორც საქართველოს სამშენებლო სექტორის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, მაქსიმალურად უწყობს ფეხს თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს. დღევანდელ რეალობაში, მსხვილი სამშენებლო კომპანიების უმეტესობა, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისას, მონოლითური რკინა-ბეტონის ჩარჩოს ტექნოლოგიას იყენებს. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია მშენებლობის მცოცავი (ტუნელური) ყალიბის სტანდარტი, რომელიც მაღალ მდგრადობას და სეისმომედეგობას განაპირობებს“, - აცხადებს „ას ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიური დოქტორი, მამუკა ქობალია.

 

მისი თქმით, მცოცავი (ტუნელური) ყალიბის მეთოდის გამოყენება უზრუნველყოფს - მშენებლობის სიჩქარეს, მომავალი შენობის კონფიგურაციის თავისუფალ არჩევანს სტანდარტული ელემენტებისაგან დამოუკიდებლად, ნაკერების არარსებობას, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სითბოს და ხმის იზოლაციას, ამცირებს შენობის საერთო წონას, ხელს უშლის ბზარების წარმოქმნას, ზრდის სტრუქტურების სიმტკიცეს და ხდის მათ უფრო საიმედოს და გამძლეს.

 

როგორც მამუკა ქობალია აღნიშნავს, საქართველოში მცოცავი ყალიბის მეთოდით მშენებლობის ყველაზე მასშტაბური მაგალითია კომპანია „ას ჯორჯიას“ მიერ განხორციელებული საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მოიცავს 22-სართულიან მრავალბინიან კორპუსს.

 

„ას ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია შემდგომი პროექტის - „პარკ ბულვარის“ მშენებლობა. ეს იქნება ასევე 22 მაღალსართულიანი, მრავალბინიანი კორპუსისგან შემდგარი მოცულობითი სივრცე, კეთილმოწყობილი ეზოებით, რეკრეაციული ზონებით, მდინარე მტკვრის სანაპიროზე გაშენებული საფეხმავლო ბულვარით, საბავშვო და სპორტული მოედნებით, საფეხმავლო და საავტომობილო ინფრასტრუქტურით, - ამბობს ის.

 


როგორც ქობალია აცხადებს, მოსახლეობას საშუალება ექნება ისიამოვნოს 8 ჰექტრამდე ტერიტორიაზე განლაგებული მასშტაბური პარკით. „ას ჯორჯიაში“ დარწმუნებულები არიან, რომ ეს ყველაფერი საცხოვრებელი კომპლექსის ბინათმფლობელთა მშვიდ და სასიამოვნო გარემოში ცხოვრებას უზრუნველყოფს.

 

მამუკა ქობალიამ დეტალურად აღწერა მცოცავი ყალიბის სტანდარტი. როგორც პროფესიონალი განმარტავს, ტუნელური ყალიბის შემთხვევაში კონსტრუქცია პრაქტიკულად ერთი მთლიანობაა.

 

რკინაბეტონის სვეტების ნაცვლად, გვირაბის მსგავსი სპეციალური კონსტრუქციები დგას, ხოლო ტიხრებში და ყალიბის ზემოთ არსებულ სივრცეში მოთავსებულია ასაწყობი ფოლადის კონსტრუქციები. ამ კონსტრუქციების შეერთების შემდეგ ხდება მთლიანი იატაკის და ტიხრების ბეტონირება, რაც ბუნებრივია, კონსტრუქციის სიმტკიცის ძალიან მაღალ ხარისხს განაპირობებს.

 

გარდა ამისა, საგულისხმოა ის ფაქტორიც, რომ სამშენებლო ტექნოლოგიაში გამოყენებული თანამედროვე და მაღალეფექტიანი ღონისძიებების ერთობლიობა მნიშვნელოვნად მოქმედებს კომპლექსის მაცხოვრებლების კომუნალური ხარჯების მინიმიზაციაზე, როგორებიცაა განსაკუთრებით გათბობა და კონდიცირება. ამ კომპონენტებზე დანახარჯები კი, როგორც პრაქტიკა ცხადყოფს, კომუნალური ხარჯების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, - ამბობს ქობულია.

 

როგორც „ას ჯორჯიას“ მენეჯერი აღნიშნავს, გლობალური თვალსაზრისით, მცოცავი ყალიბის მეთოდის რეალური უპირატესობა თვალნათლივ წარმოაჩინა ახლახანს თურქეთში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. თურქეთის საინფორმაციო საშუალებების მონაცემების თანახმად, მიწისძვრისას ნგრევას გადაურჩა და საცხოვრებლად ვარგისი დარჩა უკლებლივ ყველა მრავალსართულიანი კორპუსი, რომელიც თურქეთის დაზარალებულ პროვინციებში სწორედ მცოცავი ყალიბის მეთოდით იყო ნაშენები.

 

ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე საუბრისას მამუკა ქობალიას მაგალითად, საფრანგეთი მოჰყავს, სადაც სადღეისოდ, თითქმის ყველა ახალი მიკრორაიონი, ქალაქებსა და დაბებში, აშენებულია სწორედ მცოცავი (ტუნელური) ყალიბის მეთოდით.

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up