ქვეყანაში პოლიეთიელინის ნაწარმის გაქრობა აქტიურ ფაზაში შევიდა. იანვრიდან, მთავრობის მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამეტი ამოქმედდა და მის მიხედვით, საქართველოში სხვადასხვა ტიპის პლასტიკის პარკის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა.
საუბარია,ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში შეტანილ ცვლილებებზე.
შეზღუდვა ისეთ პარკებს შეეხო, რომლებიც მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში პროდუქციის ასაწონად გამოიყენება. ზაფხულიდან კი მეწარმეებს ნარჩენებისთვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე ქართულ, ან ინგლისურ ენაზე წარწერის − „ნარჩენებისთვის“ ან შესაბამისი სიმბოლოს დატანის ვალდებულება ექნებათ.