ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტმა ჰიდროენერგეტიკის დარგში კვლევისა და განვითარებისთვის (R&D) 28 მილიონი აშშ დოლარი გამოყო - ამის შესახებ ინფორმაციას energylivenews ავრცელებს. მათივე ინფორმაციით პროგრამა ხელს შეუწყობს ისეთი ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რომელიც ხელს უწყობს ჰიდროენერგეტიკის ზრდას, მათ შორის სატუმბი საცავის ჰიდროენერგიას. რასაც ჰიდროენერგეტიკის დეპარტამენტის თქმით, შეუძლია, რომ განახლებად ენერგიის ქსელში ინტეგრირებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს.
დაფინანსება შესაძლებლობას მისცემს, ინოვაციური ტექნოლოგიების და სამშენებლო ტექნიკის ტესტირებას, იმისათვის, რომ შემცირდეს დრო, ღირებულება და ის რისკები რომლებიც ჰიდროენერგეტიკასთან და სატუმბი საცავის განვითარებასთან არის დაკავშირებული.
ამას გარდა, Doe მხარს დაუჭერს სატუმბი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შემუშავების შესახებ კვლევებს და ასევე მოიძიებს დაინტერესებულ მხარეებს ჰიდროენერგეტიკის კვლევაში ჩასართავად.
დეპარტამენტის სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ის მთლიანი გენერაციის 6.3% მოდის ჰიდროენერგიაზე. ამასთანავე, ელექტროენერგიის შესანახად სახელმწიფოს მასშტაბით ძირითადად ჰიდრომააკუმულირებელ სადგურებს იყენებენ.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2050 წლისთვის აშშ-ს ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრე შეიძლება თითქმის 50%-ით გაიზარდოს.
ენერგეტიკის მდივანმა ჯენიფერ მ. გრანჰოლმმა თქვა: „ჰიდროენერგეტიკა ამერიკულ ოჯახებსა და ბიზნესს სუფთა, იაფი და საიმედო ენერგიით უზრუნველყოფს“
„პრეზიდენტ ბაიდენის ორპარტიული ინფრასტრუქტურის კანონპროექტის მეშვეობით დაფინანსება უზრუნველყოფს, რომ ჰიდროენერგეტიკა განაგრძობს ისეთივე დიდი როლის შესრულებას ჩვენს სუფთა ენერგეტიკულ მომავალში, როგორც წარსულში.