„აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან“

„აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან“

access_time2022-10-28 19:00:00

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო ამერიკა - საქართველოს ბიზნესსაბჭოს 25 - წლიანი საქმიანობისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც საქართველოსა და აშშ - ს შორის სტრატეგიული პარტნიორობას, გამოწვევებსა და ახალ სამიზნეებს შეეხებოდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


კონფერენციაზე ხაზი გაესვა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მნიშვნელოვან როლს აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცებაში.


თავის მისალმებაში, ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ - ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. მან მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს ძლიერი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, რაც ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში განხორციელებული პროექტებით დასტურდება. მისი თქმით, აშშ-ს მხარდაჭერის პროგრამებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის განვითარებაში და მოიცვა ეკონომიკის მრავალი სფერო, მათ შორის ვაჭრობა, ტურიზმი, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, კომუნიკაციები, ინოვაციები და ა.შ.


ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო და აშშ მხარს უჭერენ სტრატეგიულ პარტნიორობას. „ჩვენი კავშირები არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი. ბუნებრივია, ეს პარტნიორობა გულისხმობს ორ ქვეყანას შორის მუდმივად გაღრმავებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს დინამიური სავაჭრო ბრუნვითა და საინვესტიციო მარაგით,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.


„აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ. ეს არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტი,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.



ლევან დავითაშვილმა მიმოიხილა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები და აქცენტი გააკეთა გაზრდილ სავაჭრო ბრუნვასა და განხორციელებულ ინვესტიციებზე. მისი თქმით, აშშ-დან შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, შემოიტანა არა მხოლოდ კაპიტალი, არამედ ნოუ-ჰაუ, რაც ცოდნის გადაცემის და მაღალი ღირებულების სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას იძლევა.


ვიცე-პრემიერმა, კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია უცხოური საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რომლის მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის, ტექნოლოგიების შემოდინებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა.


ლევან დავითაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის ტენდენციებზე, საერთაშორისო რეიტინგებსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის პროგნოზებზე. მისი თქმით, საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კოეფიციენტი მშპ-ს მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსგავსი ეკონომიკის ქვეყნებსა და ყველა „BB კატეგორიის ქვეყნებს შორის. „სავალუტო ფონდის პროგნოზების მიხედვით, საქართველოს ექნება სწრაფი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერსპექტივაში რეგიონულ და ევროპულ ქვეყნებს შორის. ის განპირობებული იქნება ინფრასტრუქტურული ხარჯებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებით და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით სტრუქტურული რეფორმებით. 2020-2021 წლებში რთული გარემოს მიუხედავად, საქართველომ მოახერხა საკრედიტო რეიტინგების შენარჩუნება პანდემიამდელ დონეზე. ბოლო მონაცემების საფუძველზე საქართველო ინარჩუნებს BB საკრედიტო რეიტინგს. სანდო პოლიტიკის ჩარჩო დაეხმარა საქართველოს მდგრადობას რეგიონში არსებული ყველა წინა შოკის მიმართ,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


კონფერენციაზე ასევე მოხსენებით გამოვიდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ამერიკა - საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი და სხვ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up