აშშ სასურსათო დახმარებას უწევს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებს 1 მილიარდი დოლარის ოდენობით. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არასახარბიელო ვითარების გათვალისწინებით.
1 მლრდ დოლარის გამოყოფაზე რამდენიმე საათში აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავად გააკეთებს განცხადებას.