აშშ-დან გერმანიაში თხევადი ბუნებრივი აირის პირველი პარტია ჩავიდა. თხევადი გაზის გადამზიდავი Maria Energy ვილჰელმშევენის ტერმინალში 3 იანვარს შევიდა. გაზი სპეციალურ გემზე, Höegh Esperanza-ზე ჩაიტვირთება, სადაც ის აირისებრ ფორმას მიიღებს და შემდეგ გერმანიის გაზსადენის ქსელში ჩაიტუმბება.
თხევადი გაზის მცურავი ტერმინალი ვილჰელმშევენში, უამრავ მსგავს ობიექტთან ერთად, დეკემბერში გაიხსნა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და რუსეთის მიერ ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის ფონზე, გერმანიის მთავრობა თხევადი გაზის იმპორტისთვის ინფრასტრუქტურას დაჩქარებულ რეჟიმში ქმნის. მიმდინარეობს მუშაობა კიდევ ოთხი მცურავი ტერმინალის გახსნაზე.