რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ აშშ ევროპულ ქვეყნებს თავისი მოქალაქეების საზიანოდ კიევის „რეჟიმი“ დააფინანსებისკენ უბიძებს.— ამის შესახებ იფნფორმაციას გამოცემა tass ავრცელებს. მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს სხვებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი ხარჯები აქვს და კიევის „რეჟიმის“ შესანარჩუნებლად დანახარჯების მხრივ ვაშინგტონი მე-12 ადგილზეა.
სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა აღნიშნა, რომ ესტონეთი, ბულგარეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჩეხეთი, მალტა, ნორვეგია, სლოვაკეთი, რუმინეთი და კვიპროსი აშშ-ზე მეტს ხარჯავენ.
ვოლოდინის თქმით, ამ გზით შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მათი პოლიტიკის მთავარი პრინციპია სხვა ქვეყნების გამოყენება საკუთარი ინტერესების დასაცავად.
„გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნებს დამატებითი ხარჯები ეკისრებათ ანტირუსული სანქციების გამო“, - აცხადებს ვოლოდინი.