აშშ-ის უზენაესი სასამართლო ნიუ იორკს ნებას რთავს, რომ იარაღის ტარებაზე ახალი შეზღუდვები შემოიღოს.
ოთხშაბათს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ნიუ-იორკს უფლება მისცა აღასრულოს დემოკრატების მიერ მხარდაჭერილი იარაღის კონტროლის კანონი მას შემდეგ, რაც გასულ წელს სასამართლომ იარაღის ლიცენზირების მკაცრი რეჟიმი გააუქმა და იარაღის მფლობელობის უფლებები გააფართოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ზაფხულში აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ნიუ-იორკის შტატში მოკლელულიანი იარაღის ტარებაზე შეზღუდვა არაკონსტიტუციურად ცნო. მოსამართლეთა გადაწყვეტილებით, ამერიკელებს, თავდაცვის მიზნით, მოკლელულიანი იარაღი ტარების უფლება მიეცათ და შტატის აქამდე არსებული შეზღუდვა გადაჭარბებულად იქნა აღიარებული.
აშშ-ის რაიონულმა მოსამართლე გლენ სუდაბიმ, 2022 წლის ოქტომბერში, კანონის დიდი ნაწილი დაბლოკა, მაგრამ მანჰეტენის მე-2 სააპელაციო სასამართლომ დეკემბერში ამ გადაწყვეტილების აღსრულება გადადო, სანამ სახელმწიფო აპელაციას განიხილავდა.
ამ გადაწყვეტილებას საჯაროდ არც ერთი მოსამართლე არ აპროტესტებდა. მხოლოდ კონსერვატიულმა მოსამართლეებმა - სამუელ ალიტომ და კლარენს თომასმა მოკლე წერილობით კომენტარებში განაცხადეს, რომ „მოსამართლეები საქმის არსებითი შეფასების ნაცვლად, საჩივრებს განიხილავენ.“