„აშშ-ირანს შორის ესკალაციის გაღრმავების შემთხვევაში საქართველო „ორპირ ქარში“ აღმოჩნდება“

„აშშ-ირანს შორის ესკალაციის გაღრმავების შემთხვევაში საქართველო „ორპირ ქარში“ აღმოჩნდება“

access_time2020-01-06 10:00:47

„აშშ-ირანს შორის ესკალაციის გაღრმავების თანმდევი შედეგები იქნება: გლობალური ეკონომიკის შემცირება 0.3%-ით, საინვესტიციო აქტივობის შემცირება, ნავთობზე ფასის მკვეთრი მატება (2 დღეში ზრდამ 3.9% შეადგინა), ქვეყნებში ინფლაციის ზრდა და ინფლაციის გადაცემა ფასებზე. აშშ-ირანს შორის ურთიერთობის გამწვავება ასევე გავლენას იქონიებს მოკავშირე ქვეყნების კომერციულ ინტერესებზე, საფონდო ბაზრის არეულობასა და კაპიტალდაბანდებების შემცირებაზე, საინვესტიციო და ბიზნეს აქტივობაზე, ეკონომიკასა და ოჯახების ცხოვრებაზე„-ამის შესახებ „კომერსანტს“  ეკონომიკის დოქტორმა რატი აბულაძემ განუცხადა. 




მისი განმარტებით, მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს რეგიონული დერჟავის პოტენციალიც. ირანი ფლობს გეოსტრატეგიული მნიშვნელობის ჰორმუზის სრუტეს, სადაც მსოფლიოსთვის ნავთობის ექსპორტის შეფერხების შემთხვევაში ფასები გაორმაგდება. „ირანის პოლიტიკის პოტენციალშია ასიმეტრიულად მოქმედება და აშშ-ს ინტერესებისთვის ზიანი მიყენება ახლო აღმოსავლეთში. თუმცა, აშშ-ის ეკონომიკური, სამხედრო, ტექნოლოგიური, პოლიტიკური თუ დიპლომატიური პოტენციალი კონფლიქტის გააღრმავებას არ დაუშვებს“-აღნიშნავს აბულაძე. 


მისივე ინფორმაციით, მხედველობაშია მისაღები დიდი ბრიტანეთის მიერ ჰორმუზის სრუტეში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით ფლოტის გაგზავნის გადაწყვეტილებაც. მთლიანობაში, მსოფლიოც ისწრაფვის დროულად მოხდეს ვითარების დეესკალაცია, რაც აშშ-ის ფუნდამენტური მიზანიცაა.



„ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ აშშ-ირანს შორის ესკალაციის ზრდა ქართული ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელი იქნება, თუ ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერება არ მოხდა. ესკალაციის გაღრმავების შემთხვევაში საქართველო „ორპირ ქარში“ აღმოჩნდება, სადაც მხედველობაშია მისაღები გლობალურ ბაზრებზე გაურკვევლობის ზრდა, ნავთობზე ფასების ზრდის რისკები, პოლიტიკური არქიტექტურისა და ეკონომიკური კონტექსტის ცვლილება. აღნიშნული ფაქტორები გაზრდის ინფლაციას და გამოიწვევს არასასურველ ბაზისურ გავლენებს. ამასთან დაპირისპირების პროცესებში ჩართვის თავიდან არიდება პოლიტიკური რესურსის დიპლომატიაზე იქნება დამოკიდებული.


 ფრთხილი ოპტიმიზმის მიუხედავად, აუცილებელია საქართველომ იზრუნოს თავდაცვისუნარიანობის ხარჯების ზრდაზე. მართალია თავდაცვაში ჩადებულ თითოეულ მილიარდს ორჯერ ნაკლები ეკონომიკური ეფექტი აქვს, ვიდრე განათლებაში ჩადებულ მილიარდს, მაგრამ გლობალური თუ რეგიონული გამოწვევები საჭიროებს ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის ზრდას, გლობალური გავლენების შემცირების ეკონომიკური პროგრამების წარმოდგენას, ანტიკრიზისული გეგმების შექმნას და ქვეყნის მზაობის ამაღლებას“-აცხადებს აბულაძე. 


მისი ინფორმაციით, ბოლო დრომდე, აშშ-ირანს შორის არსებული კონფლიქტი იყო ირიბი და მოიცავდა ეკონომიკურ სანქციებს (აშშ-მა ეკონომიკური სანქციები დაუწესა ირანს), ირანულ თავდასხმებს ინფრასტრუქტურასა და უპილოტო საფრენ აპარატზე, ირანულ საბოტაჟს კომერციულ გემებსა და ტანკერებზე, შეთანხმებების დარღვევასა და წინააღმდეგობებს. ესკალაციის ზრდის საფუძველი გახდა ერაყში, სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად ამერიკელი კონტრაქტორის გარდაცვალება, პასუხად ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების დაღუპვა, ბოლოს კი დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ს საელჩოსთან მიტინგი და საელჩოს კომპლექსის ნაწილის დაწვა. ყველაფერი მივიდა „თამაშის წესების ცვლილებასთან“ (აღნიშნა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა).


შედეგად, დღეს, მსოფლიო ყურადღების ცენტრშია აშშ-სა და ირანს შორის კონფრონტაცია. სხვადასხვა შეფასებით, ესკალაციის გაღრმავების საფრთხე 40%-ია. 


სოფო ქსოვრელი 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up