აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის, დახმარების სახით, არანაკლებ 132 025 000 დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
აშშ-ის ბიუჯეტის პროექტში ცალკე თავი ეთმობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს.
ბიუჯეტით გათვალისწინებული არცერთი სახის ფინანსური დახმარება არ უნდა იყოს აღმოჩენილი იმ მთავრობებისა და ქვეყნებისთვის, რომელზეც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასიგნებების კომიტეტს აცნობებს, რომ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და დაამყარებს დიპლომატიურ ურთიერთობებს მაღთან.
დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე დროულად უნდა გამოაქვეყნოს ასეთი მთავრობების ან ქვეყნების სია.
ნაერთი ასიგნებების აქტის მიხედვით, სახსრები არ შეიძლება, იყოს ხელმისაწვდომი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.