აშშ-ის ამრჩევთა კოლეგია 14 დეკემბერს საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს

აშშ-ის ამრჩევთა კოლეგია 14 დეკემბერს საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს

access_time2020-12-14 14:31:32

14 დეკემბერს გაიმართება შტატების ამრჩევთა კოლეგიების სხდომები, რომელზეც საბოლოოდ უნდა აირჩიონ ჯო ბაიდენი, როგორც აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტი.

ამრჩევთა კოლეგიების მიერ დამტკიცებული შედეგები გაიგზავნება ვაშინგტონში, სადაც 6 იანვარს კონგრესში მოხდება მათი განხილვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის თავმჯდომარებით.

საარჩევნო კოლეგიის საბოლოო კენჭისყრის წინ, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ დაუსაბუთებლად განაცხადა აშშ-ის 3 ნოემბრის პრეზიდენტის არჩევნების დროს მომხდარი გაყალბების შესახებ და გაიმეორა, რომ ეს იყო „ყველაზე კორუმპირებული არჩევნები აშშ-ის ისტორიაში“.

დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერები, რომლებიც გაყალბების წყაროდ მიიჩნევენ ფოსტით ხმის მიცემას, ამის დამტკიცებას ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობენ სასამართლო დავებით და სხვა იურიდიული მექანიზმების გამოყენებით.

პარასკევს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარყო ტეხასის შტატის სარჩელი, რომელშიც მოსარჩელეები ითხოვდნენ, ბათილად გამოცხადებულიყო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ე.წ. სადავო შტატებში: ჯორჯიაში, ვისკონსინში, მიჩიგანსა და პენსილვანიაში და გაუქმებულიყო ამ შტატებიდან საარჩევნო კოლეგიის 62 წევრის ხმები.


არჩევნების წინასწარი შედეგებით, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიიდან აქვს 232 ხმა, ხოლო დემოკრატ ჯო ბაიდენს - 306.

14 საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ, არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სიტყვით მიმართავს აშშ-ის მოსახლეობას.

ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით. არჩევნებში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს სჭირდება სულ მცირე 270 ხმა.

www.radiotavisupleba.ge

თეგები:
პრეზიდენტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up