ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის სისტემის გათიშვის გამო, 8 000-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო, 1 200-ზე მეტი კი გაუქმდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
ხარვეზის სრულად აღმოფხვრაზე ტექნიკური სამსახური მუშაობს. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია თეთრი სახლი. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მომხდარის გამოძიება და ანგარიშის წარდგენა მოითხოვა.