2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტმა 1,02 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, ბოლოს ბიუჯეტის დეფიციტმა 1 ტრილიონ დოლარს 2012 წელს გადააჭარბა. ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა კვლავ იზრდება. 2019 ოქტომბერ-დეკებერში ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით გაიზარდა და 357 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის მთავარი გამომწვევი ფაქტორები გადასახედების შემცირება და ის საბიუჯეტო შეთანხმებაა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ორი წლის განმავლობაში ფედერალური მთავრობის ხარჯების ზრდის ნებას რთავს.
imedinews.ge