აშშ-ის და გერმანიის ერთობლივი განცხადება უკრაინის მხარდაჭერის და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის თაობაზე

აშშ-ის და გერმანიის ერთობლივი განცხადება უკრაინის მხარდაჭერის და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის თაობაზე

access_time2021-07-23 19:00:41

აშშ და გერმანია უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მის მიერ გაკეთებულ ევროპულ არჩევანს მხარს მტკიცედ უჭერენ და დღეს ჩვენ  რუსული აგრესიისთვის და უკრაინის მიმართ მოსკოვის ბოროტმოქმედებისთვის წინაამღდეგობის გაწევის ვალდებულებას ვიღებთ.

 

აშშ და გერმანია ერთიანები არიან სურვილში, რუსეთს პასუხი ვაგებიოთ აგრესიისთვის სანქციების და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით.

 

თუ რუსეთი ენერგეტიკის გამოყენებას აგრესიის ინსტრუმენტად შეეცდება, ან უკრაინის წინაამღდეგ აგრესიული ქმედებებს წამოიწყებს, მზად ვართ ეფექტიური საპასუხო ზომებისთვის, მათ შორის სანქციებისთვის.

 

ეს ვალდებულება უნდა გახდეს იმის გარანტი, რომ რუსეთი ბოროტად არ გამოიყენებს მილსადენებს, მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს და არ გამოიყენებს ამ ინფრასტრუქტურას, როგორც პოლიტიკურ იარაღს.

 

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. გერმანია და აშშ ერთიანები არიან რწმენაში, რომ გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით 2024 წლის შემდეგ  გაგრძელება უკრაინის და ევროპის ინტერესებშია. ამიტომაც გერმანია გამოიყენებს ხელთარსებულ ყველა ბერკეტს იმისთვის, რომ ტრანზიტის თაობაზე შეთანხმება კიდევ 10 წლით გაგრძელდეს.

 


აშშ სრულად დაუჭერს მხარს გერმანიას ამ ძალისხმევაში.

 

აშშ და გერმანია მტკიცედ უჭერენ მხარს ბრძოლას კლიმატურ ცვლილებებთან და ატმოსფეროს დაბინძურების ნულოვან დონემდე შემცირებას  2050 წლისთვის. ამიტომაც ჩვენ დავიწყეთ ამერიკულ-გერმანული პარტნიორობა კლიმატის და ენერგეტიკის საკითხებში.

 

გერმანია იღებს თავის თავზე  უკრაინისთვის „მწვანე ფონდის“ შექმნის  ვალდებულებას, რომელიც შეუწყობს ხელს უკრაინის ენერგოდამოუკიდებლობას და გაზრდის მის ენერგოეფექტურობას. აშშ და გერმანია დაუჭერენ მხარს და მოიზიდავენ სულ მცირე 1 მლრდ. დოლარის ინვესტიციებს ამ ფონდში, მათ შორის კერძო სექტორის მხრიდან.

 

პირველ ეტაპზე გერმანია ფონდში 175 მლნ. დოლარს შეიტანს და თავისი ვალდებულებების გაზრდაზე უახლოეს წლებში იმუშავებს. ფონდის მიზანია უკრაინაში ენერგიის განახლებადი წყაროების დანერგვა, წყალბადის ტექნოლოგიების განვითარება, ენერგოეფექტურობის გაზრდა და ნახშირბადის გამოყოფის შემცირება.

 

გერმანია ასევე მზადაა უკრაინის ენეგროუსაფრთხოების გარანტიისთვის „მდგრადობის პაქტის“ ამოქმედებისთვის, რომელიც უკრაინის ტრანზიტის შენარჩუნებას გერმანიის ტერიტორიიდან გაზის გადამისამართების ხარჯზე უზრუნველყოფს. ეს მექანიზმი იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ რუსეთი უკრაინაში გაზის მიწოდების შემცირებას შეეცდება.

 

გეგმა ასევე ითვალისწინებს უკრაინის  ჩართვას ევროპის ელექტროენერგეტიკის ქსელში, უკრაინის ენერგოსისტემის რეფორმირებას და გაზის ტრანსპორტირების სისტემის მოდერნიზებას.

 

 

state.gov





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up