აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა რუსეთი აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური პრობლემების გაუარესებაში დაადანაშაულა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან დაკარში (სენეგალი) გამოსვლისას განაცხადა.
„რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა და სურსათის იარაღად გამოყენებამ გააუარესა სასურსათო უსაფრთხოება და გამოიწვია ენით აუწერელი ტანჯვა. გლობალური ეკონომიკური გაჭირვება, რომელიც გამოწვეულია ერთი ადამიანის - პრეზიდენტი პუტინის ქმედებებით, არასაჭირო მუხრუჭს უქმნის აფრიკის ეკონომიკას, “-განაცხადა იელენმა.