აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა პირობა დადო, სასამართლოს დაეხმაროს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების სამართლებრივ დევნაში. 21 ივნისს უკრაინაში ვიზიტისას მან თქვა, რომ ასეთი დანაშაულებისთვის პასუხისმგებელნი „ვერსად დაიმალებიან“.
გარლანდი ლვოვის მახლობლად შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, ირინა ვედენდიქტოვას და გამოაცხადა ჯგუფის შექმნის შესახებ, რომლის ყურადღების ცენტრში იქნება სამხედრო დამნაშავეთა ძებნა, განაცხადა აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ.
შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები „ყველა ხელმისაწვდომ შესაძლებლობას გამოიყენებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი, ვინც პასუხისმგებელია ასეთი ბოროტმოქმედებებისთვის, პასუხს აგებენ,“ უთხრა გარლანდმა ჟურნალისტებს ვენედიქტოვასთან შეხვედრის წინ.
ახლახან შექმნილი გუნდი უკრაინას დაეხმარება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სისხლის სამართლის დანაშაულების დევნა, მტკიცებულებათა შეგროვება, სასამართლო ექსპერტიზა და ადამიანის უფლებების დარღვევები, სამხედრო დანაშაულები და სასტიკი ბოროტმოქმედებები, განაცხადა სამინისტრომ და დასძინა, რომ გუნდის წამყვანი მრჩეველი ხელმძღვანელობდა ნაცისტი სამხედრო დამნაშავეების ძებნას. გუნდის ყურადღების ცენტრში იქნება ასევე პოტენციური სამხედრო დანაშაულები.
ვენდიქტოვამ გარლანდს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის და მას „ძალზე მნიშვნელოვანი“ უწოდა.
კიევი აცხადებს, რომ სამხედრო დანაშაულების რამდენიმე ათასი შემთხვევა გამოავლინა.