აშშ-ის მარეგულირებელი უწყება მიიჩნევს, რომ დამატებით აცრა საჭირო არ არის, მაგრამ კვლევა გრძელდება

აშშ-ის მარეგულირებელი უწყება მიიჩნევს, რომ დამატებით აცრა საჭირო არ არის, მაგრამ კვლევა გრძელდება

access_time2021-07-13 15:50:00

პირებს, ვინც აიცრა ორი დოზით, არა სჭირდებათ მესამე, განაცხადეს აშშ-ის ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლებმა 12 ივლისს მას მერე, რაც შეხვდნენ ვაქცინის მწარმოებელი ფირმის, Pfizer-ის წარმომადგენლებს.


შეხვედრა შედგა მას მერე, რაც გასულ კვირაში Pfizer-მა განაცხადა, რომ აპირებს აშშ-ის მარეგულირებელ უწყებებს მიმართოს კოვიდ-19-ის კიდევ ერთი, განმაახლებელი დოზის ნებართვისთვის.


Pfizer-ი აცხადებს, რომ მესამე დოზა შეძლებდა კოვიდის წინააღმდეგ იმუნიტეტის მკვეთრად გაძლიერებას და შესაძლოა, სწრაფად გადამდები „დელტა“ ვარიანტისგან დაცვას, რომელიც ვრცელდება ბევრ ქვეყანაში.


აშშ-ის მთავარმა ექსპერტმა კორონავირუსის საკითხებში, ენტონი ფაუჩიმ თქვა, რომ შეხვედრა იყო ძალიან ინფორმატიული და რომ მარეგულირებელი ორგანოები განიხილავენ მთელ სურათს, სანამ აშშ თავის პოლიტიკას შეცვლიდეს.



ფაუჩიმ CNN-ს უთხრა, რომ ვაქცინა ძალიან ეფექტიანია და აღნიშნა, რომ ახლა მსჯელობა იმას ეხება, თუ რამდენ ხანს იქნება ასე.


12 ივლისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მდიდარმა ქვეყნებმა არ უნდა შეუკვეთონ დამატებითი მესამე დოზა თავიანთი უკვე აცრილი მოსახლეობისთვის, რადგან არაერთ ქვეყანას ვაქცინა ჯერ საერთოდ არ მიუღია.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ ღებრეიესუსმა განაცხადა, რომ ძალიან დიდია განსხვავება აცრის სფეროში მდიდარსა და ღარიბ ქვეყნებს შორის და პრიორიტეტი ახლა უნდა იყოს მათი აცრა, ვისაც არცერთი დოზა არ მიუღია.



www.radiotavisupleba.ge





თეგები:
ვაქცინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up