აშშ-ის მიერ ირანის გავლენიანი გენერლის მოკვლის სავარაუდო „სახიფათო“ შედეგები

აშშ-ის მიერ ირანის გავლენიანი გენერლის მოკვლის სავარაუდო „სახიფათო“ შედეგები

access_time2020-01-04 14:00:49

აშშ-მა საჰაერო დარტყმით მოკლა ირანის ყველაზე გავლენიანი სამხედრო მეთაური, რაც კონფლიქტის გამწვავებას ნიშნავს და, ანალიტიკოსთა აზრით, შეიძლება რეგიონში მეტ ძალადობას შეუწყოს ხელი.

ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის ელიტური ნაწილის, „ყუდსის ძალების“ მეთაურის, გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლა სერიოზული დარტყმაა ირანის რელიგიური რეჟიმისთვის, რომელიც ცდილობს გაუმკლავდეს აშშ-ის სანქციების წნეხს, უკიდურეს ეკონომიკურ კრიზისს და მზარდ ანტისამთავრობო გამოსვლებს.

62 წლის სოლეიმანი, რომელიც 3 იანვარს ამერიკული დრონიდან გაშვებული რაკეტებით იქნა მოკლული ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტთან, პასუხისმგებელი იყო ირანის მოქმედებებზე საზღვარგარეთ. ის საკვანძო როლს თამაშობდა პროირანული გასამხედროებული ორგანიზაციების მეშვეობით ისლამური რესპუბლიკის გავლენის სფეროს გაფართოებაზე სირიაში, ერაყში, ლიბანსა და იემენში.

„სოლეიმანი ირანის მთავარი ადამიანი იყო ახლო აღმოსავლეთში, არა მხოლოდ სამხედრო ოპერაციების კუთხით, არამედ თეირანის პოლიტიკური სტრატეგიის განხორციელების თვალსაზრისითაც,“ ამბობს სკოტ ლუკასი, ირანის სპეციალისტი ბრიტანეთის ბირმინგემის უნივერსიტეტიდან.

„სეროზული პრობლემები“

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ თქვა, რომ აშშ-ს „მკაცრი საპასუხო ზომები“ ემუქრება, და სამდღიანი გლოვა გამოაცხადა მასთან მჭიდროდ დაახლოებული სოლეიმანის სიკვდილის გამო.

ირანის თავდაცვის მინისტრმა ამირ ხათამიმ პირობა დადო, რომ სოლეიმანის მოკვლასთან დაკავშირებულ „ყველა ბოროტმოქმედს“ „გამანადგურებელი პასუხი“ გაეცემა.

ანალიტიკოსთა ნაწილის თქმით, ირანი ალბათ ძალისმიერი გზით უპასუხებს სოლეიმანის მოკვლას, რომელიც მრავალ თავდასხმას გადაურჩა უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში.

„ირანს არა აქვს არჩევანი გარდა იმისა, რომ საპასუხო დარტყმა განახორციელოს სოლეიმანის მოკვლისთვის“, განაცხადა ალი ალფონემ, რომელიც სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელია ვაშინგტონში.

ჯერჯერობით საკმაოდ ბუნდოვანია, რა პასუხის გაცემა შეუძლია ირანს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თეირანს შესწევს უნარი, პირდაპირ იმოქმედოს რეგიონში აშშ-ის სამხედრო და კომერციული ინტერესების, ან ამერიკის მოკავშირეების - საუდის არაბეთისა და ისრაელის წინააღმდეგ.

ისლამურ რესპუბლიკას ასევე შეუძლია იმოქმედოს მისი მხარდაჭერით მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფებების მეშვეობით, როგორებიც არიან შიიტური ჯგუფები ერაყში, „ჰიზბოლა“ ლიბანში და ჰუთიტი მეამბოხეები იემენში.


ირანსა და მის მოკავშირე დაჯგუფებებს აქამდე ადანაშაულებდნენ სპარსეთის ყურეში ნავთობის ტრასპორტირების შეფერხებაში ნავთობის ტანკერებზე და მილსადენებზე თავდასხმების გზით.

ლუკასის თქმით, თეირანი გულდასმით გააანალიზებს თავის შესაძლებლობებს, სანამ რაიმე საპასუხო ნაბიჯს გადადგამს, ვინაიდან, „ამერიკელებმა ამჯერად აჩვენეს, რომ მათ ხაზი გადაკვეთეს და საპასუხო დარტყმას განახორციელებენ.“

„მაგრამ ირანის სწრაფი პასუხის შემთხვევაში სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, ვინაიდან ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან ესკალაციისთვის, იციან რა, რომ აშშ საპასუხო დარტყმას განახორციელებს,“ თქვა მან.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა თქვა, რომ „თუკი შევიტყობთ თავდასხმების შესახებ, წინმსწრებად ვიმოქმედებთ, რათა დავიცვათ ამერიკის ჯარები, დავიცვათ ამერიკელთა სიცოცხლე. თამაშის წესები შეიცვალა“.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რესპუბლიკელი მოკავშირეები ამბობენ, რომ სოლეიმანის მოკვლა გამართლებული იყო. სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე რეგიონში ვითარების ესკალაცია მოხდა. 27 დეკემბერს ერაყში ირანის მხარდაჭერით მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფების სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა აშშ-ის კონტრაქტორი.

„ამერიკელების მოკვლისა და დაჭრის ფასი მკვეთრად გაიზარდა,“ დაწერა ტვიტერში რესპუბლიკელმა სენატორმა და ტრამპის დიდმა მხარდამჭერმა ლინდსი გრემმა.

მაგრამ ტრამპის კრიტიკოსების თქმით, ასეთი მკვეთრი სამხედრო ძალის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, რამაც რეგიონში ომი შეიძლება გამოიწვიოს.

„პრეზიდენტმა ტრამპმა დინამიტი ჩააგდო აალებად მასალაში,“ განაცხადა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა. „ირანი აუცილებლად გასცემს ამას პასუხს. შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში დიდი კონფლიქტის პირას ვდგავართ.“

როგორც რადიო თავისუფლების ირანული რედაქციის ანალიტიკოსი, ირანელი აქტივისტი ალი აშრაფი ფიქრობს, ვაშინგტონსა და თეირანს შორის დისტანციური ომი შეიძლება „პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში“ გადავიდეს, რასაც არაპროგნოზირებადი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

„პროპაგანდის საშუალება“

ანალიტიკოსების აზრით, სოლეიმანის სიკვდილი სავარაუდოდ არ გამოიწვევს დიდ ცვლილებას ირანის სამხედრო ოპერაციებში და საფრთხეს არ შეუქმნის გასამხედროებულ დაჯგუფებებთან მის კავშირებს რეგიონში.

როგორც ალფონე ამბობს, „ყუდსის ძალებში“ ძალაუფლების სისტემა მკაცრად არის ორგანიზებული. „მის მემკვიდრეს შეიძლება არ ჰქონდეს სოლეიმანის ქარიზმა, მაგრამ ირანსა და მის საზღვრებს გარეთ გავლენით ისარგებლებს ‘ყუდსის ძალების’ მეშვეობით.“

სოლეიმანის სიკვდილიდან რამდენიმე საათში ხამენეიმ ბრიგადის გენერალი ისმაილ ყაანი დანიშნა მის მემკვიდრედ.

ყაანი ირან-ერაყის ომში იბრძოდა 1980-იანებში და სოლეიმანისთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ყაანი, რომელიც ადრე ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსში დაზვერვაში მუშაობდა, ერთ-ერთ საკვანძო როლს თამაშობდა სირიის სამოქალაქო ომში ირანის მონაწილეობის საქმეში.

„სოლეიმანის მოკვლას რეჟიმი უზარმაზარ პროპაგანდისტულ საშუალებად გამოიყენებს და დემონსტრაციებში ჩართავს მოსახლეობის მოზრდილ ნაწილებს,“ ამბობს ვაშინგტონელი ექსპერტი ალი ალფონე.

სოლეიმანი, რომელიც „ყუდსის ძალებს“ ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ედგა სათავეში, ირანში ყველაზე პოპულარული საჯარო პირი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ირანი დიდი ეკონომიკური წნეხის ქვეშაა და ქვეყნის შიგნით დიდი მღელვარებაა, სკოტ ლუკასის აზრით, სოლეიმანი განასახიერებდა იმ გავლენასა და ძალას, როგორადაც ცდილობს თავის წარმოჩენას ისლამური რესპუბლიკა.

სოლეიმანის მოკვლის შემდეგ ათიათასობით ირანელმა გამართა დემონსტრაციები. „სიკვდილი ამერიკას“ - გაიძახოდა სოლეიმანის პორტრეტებით ქუჩებში გასული ხალხი. დემონსტრაციები გაიმართა თეირანსა და ათზე მეტ სხვა ქალაქში.

„არ მგონია, მისმა სიკვდილმა პოლიტიკური ფრაქციების დაქუცმაცება გამოიწვიოს ირანში, ვინაიდან ყოველი მათგანი შეეცდება თავისიანად გამოაცხადოს სოლეიმანი,“ ფიქრობს ალი ალფონე.

 

რადიო „თავისუფლება“

თეგები:
აშშ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up