აშშ-ის ქალაქ ნეშვილში, ტენესის შტატში, კერძო სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა: სამი ბავშვი და სამი ზრდასრული. არიან დაჭრილებიც, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავდამსხმელს დაკავების დროს ესროლეს და მოკლეს. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი ნეშვილის მცხოვრები 28 წლის ქალი იყო.
ნეშვილის პრესვიტერიანულ სკოლაში საბავშვო ბაღიდან მეექვსე კლასამდე ასაკის 200-მდე ბავშვი სწავლობს და 33 პედაგოგი მუშაობს.