აშშ-ის სასამართლომ კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ყველაზე მკაცრი განაჩენი გამოიტანა

აშშ-ის სასამართლომ კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ყველაზე მკაცრი განაჩენი გამოიტანა

access_time2022-08-02 17:00:00

ამერიკის შეერთებულ შტატებში კოლუმბიის ოლქის სასამართლომ ტეხასელ გაი რეფიტს 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე შვიდი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ეს ყველაზე დიდი სასჯელია, რაც დონალდ ტრამპის მომხრეების მიმართ კაპიტოლიუმის ხელში ჩაგდების მცდელობის თაობაზე მიმდინარე სასამართლო გამოძიების დროს დადგა.


ერთი წლის წინ, 2021 წლის ნოემბერში, კოლუმბიის ოლქის სასამართლომ 41 თვით პატიმრობა მიუსაჯა კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმის ერთ-ერთ მონაწილეს, არიზონის შტატის მცხოვრებ ჯეიკობ ჩენსლის. 51 წლის ჩენსლი შამან Qanon-ის მეტსახელითაა ცნობილი.


გაი რეფიტს ბრალად ედება კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის შეტანაში. ხოლო ამბოხის დასაწყისშივე იგი მოუწოდებდა ხალხს გაერღვიათ პოლიციის ჯაჭვი და კიბეებზე ასულიყვნენ შენობაში შესასვლელად. პროკურატურამ მას დემონსტრანტების „ლიდერი“ უწოდა. „მან წაუკიდა ასანთს, რომლიდანაც მერე ცეცხლი გაჩნდა“, - განაცხადეს პროკურორებმა. გარდა ამისა, ტეხასში დაბრუნებისთანავე, იგი შურისძიებით დაემუქრა თავის ვაჟს და ქალიშვილს, თუ ისინი მას გამოძიების ფედერალურ ბიუროს გადასცემდნენ. „მოღალატეებს ესვრიან“,-განუცხადა რეფიტმა თავის 18 წლის შვილს, რომელმაც ამის მიუხედავად, მამის წინააღმდეგ ჩვენება მისცა FBI-ის, შემდეგ კი სასამართლოს.


სახელმწიფო ბრალდება რეფიტისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა, იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი ძალადობრივი ქმედება იყო.



რეფიტის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისმა კლიენტმა დაარღვია კანონი, ის თავად არ შეჭრილა კაპიტოლიუმის შენობაში. დაცვის მხარე სასამართლოსგან რეფიტისგან არა უმეტეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ითხოვდა.


2021 წლის 6 იანვარს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალი წაყენებული აქვს საერთო ჯამში, 600-ზე მეტ პირს.


რადიო „თავისუფლება“



თეგები:
განაჩენი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up