აშშ-ის საზღვართან მდებარე მექსიკის მიგრანტთა დაკავების ცენტრში ხანძარს, სულ მცირე, 39 ადამიანი ემსხვერპლა. – ამის შესახებ ინფორმაციას news.sky.com ავრცელებს. იმიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციის ხაძრის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა.
მიგრანტთა დაკავების ცენტრში ცეცხლის გაჩენის დროს 68 მამაკაცი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მისული მეხანძრეები და ჯარისკაცები დაშავებულებს ცენტრის შენობიდან გამოსვლაში დაეხმარნენ. ზოგიერთ დაშავებულს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ცენტრში მხოლოდ მამაკაცებისთვის განკუთვნილ ნაწილში გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.