აშშ-ის სენატმა მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, 29 კი წინააღმდეგი წავიდა.
კანონპროექტში უკრაინის სამხედრო დახმარებაზე 23,5 მილიარდი დოლარია გათვლილი. საერთო ჯამში კი, უკრაინის ომთან დაკავშირებული მუხლი, რომელიც მოიცავს სამხედროების წვრთნას, აღჭურვას, ლოჯისტიკას, სადაზვერვო მხარდაჭერას და ასევე მარაგების შევსებას, ითვალისწინებს 44,9 მილიარდი დოლარის გამოყოფას.
აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის დახმარებასაც მოიცავს, უფრო კონკრეტულად კანონპროექტი ქვეყნისთვის 132 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
ბიუჯეტი სულ 1,7 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ახლა ის დასამტკიცებლად წარმომადგენელთა პალატას უნდა გადაეგზავნოს. შემდეგ კი დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს.
ბიუჯეტის დამტკიცებამდე სენატმა ასევე დაამტკიცა შესწორება, რომელიც რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ფინანსური აქტივების გასხვისებით მიღებული შემოსავალის უკრაინისთვის გადაცემას ითვალისწინებს.