აქტივების მიხედვით აშშ-ის უდიდესმა საჯარო საპენსიო ფონდმა საგრძნობლად შეცვალა თავისი საინვესტიციო პორტფელის შემადგენლობა.
კალიფორნიის საჯარო თანამშრომლების საპენსიო სისტემის (CalPERS) ფონდმა Apple Inc.-ში, Tesla Inc.-ში. და Walt Disney Co.-ში ინვესტიციები გაზარდა და Walmart Inc-ში აქციების დაახლოებით ერთი მეხუთედი გაყიდა.
CalPERS-ის მართვის ქვეშ მყოფი აქტივების მოცულობა დაახლოებით 460 მლრდ დოლარია.
ფონდმა გასულ კვარტალში Apple-ის 8 მლნ აქცია შეიძინა. iPhone-ის მწარმოებლის ფასი 2022 წელს 27%-ით დაეცა, ხოლო S&P - 500 - 19%-ით.
იმავდროულად, წლის დასაწყისიდან, Tesla-ს უკვე 60%-იანი ზრდა ჰქონდა, 2022 წლის 65%-იანი ზარალის შემდეგ. CalPERS-მა Tesla-ს 675,683 აქცია შეიძინა, რითაც 2022 წლის ბოლოს თავისი წილი 6.4 მლნ აქციამდე გაზარდა.
მეოთხე კვარტალში ფონდმა ასევე შეიძინა Disney-ს დამატებით 1,4 მლნ აქცია, რამაც აქცია 5,5 მლნ-მდე გაზარდა. Disney-ის აქციები 44%-ით დაეცა 2022 წელს, ხოლო წლის დასაწყისიდან 24%-ით გაიზარდა.
თავის მხრივ, Walmart-ის აქციები 2022 წელს მხოლოდ 2%-ით დაეცა. CalPERS-მა Walmart-ის 1,9 მლნ აქცია გაყიდა, რითაც 2022 წლის ბოლოს თავისი წილი 7,2 მლნ-მდე შეამცირა.