აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შეერთებულ შტატებში რუსული ნავთობის, ბუნებრივი გაზის და ნახშირის იმპორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა . - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს.
კანონპროექტში ასევე გაწერილია ნაბიჯები რუსეთის როლის გადახედვის შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და მაგნიტსკის აქტის ხელახალი დამტკიცების თაობაზე, რათა გააძლიერონ სანქციები რუსეთზე ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო.
დოკუმენტს მხარი 414- მა კონგრესმენმა 17 - ის წინააღმდეგ დაუჭირა.