აშშ-ის ხაზინა - ვიპოვით ყველას, ვინც რუს ოლიგარქებს აქტივების დამალვაში დაეხმარება

აშშ-ის ხაზინა - ვიპოვით ყველას, ვინც რუს ოლიგარქებს აქტივების დამალვაში დაეხმარება

access_time2022-03-29 19:30:00

აშშ-ის ხელისუფლება იპოვის ყველას, ვინც სანქცირებულ რუს ოლიგარქებს აქტივების დამალვაში დაეხმარება. ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე უოლი ადიეომ ლონდონში, Chatham House-ში განაცხადა.


მისი თქმით, მარტში, სანქცირებული პირების გაკონტროლების კოორდინაციისთვის საერთაშორისო ჯგუფი, REPO (Russian Elites, Proxies, and Oligarchs) შეიქმნა, რომელიც ოლიგარქების გადამალულ ქონებასა და მათ ხელშემწყობ პირებს ავლენს.


„სანქციებში მოყოლილი პირებიდან ბევრი ცდილობს აქტივების გადატანას, რომ პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს. მინდა, ვუთხრა მათ, ვინც უკანონოდ მოპოვებული სიმდიდრის გადამალვაში ამ ელიტის დახმარებაზე ფიქრობს: ჩვენ აუცილებლად გიპოვით! ჩვენ მზად ვართ, დავაწესოთ სანქციები მათ წინააღმდეგაც, ვინც სანქციების ქვეშ მყოფი რუსული ელიტის მხარდაჭერას უზრუნველყოფს“, - აცხადებს უოლი ადიეო.



მისი თქმით, გლობალურ ფინანსურ სისტემასთან რუსეთის წვდომის შეზღუდვისთვის, 2001 წლის სექტემბრის შემდეგ, „უპრეცედენტო ზომები“ იქნა მიღებული, რაც კოლექტიურ საფრთხეზე ყველაზე ძლიერი კოორდინირებული საერთაშორისო პასუხია. ადეიო ვარაუდობს, რომ ამ ზომების შედეგად, რუსეთის მშპ-ს „998 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრი ვარდნა ექნება. 1998 წელს რუსეთის მშპ 5,3%-ით შემცირდა. მისი თქმით, რუსეთის ცენტრალური ბანკის ძირითადი განაკვეთის 9.5%-დან 20%-მდე სწრაფი ზრდა ეკონომიკურ აქტივობაზე „დრამატულად“ იმოქმედებს.


„დღეს რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, ფინანსურ კრიზისს კაპიტალზე კონტროლის დრაკონული მეთოდებით გაუმკლავდეს, რომ უცხოელ ინვესტორებს ქვეყნიდან ფული არ გაატანონ, ხოლო უცხოური ვალუტის ოდენობა შეზღუდონ, რადგან რიგითი მოქალაქეები თავიანთი საბანკო ანგარიშებიდან უცხოურ ვალუტას ხსნიან და ვისაც შეუძლია, რაც შეიძლება, მალე გააქვს ქვეყნიდან,“ - აცხადებს ხაზინის მდივნის მოადგილე.


bpn.ge



თეგები:
აქტივები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up