აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს მთავრობამ ბიზნესმენ ილონ მასკთან უკრაინაში Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტ სისტემის გამოყენების შესახებ მოლაპარაკებები ჰქონდა , - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს, თუმცა ჟურნალისტების კითხვაზე შეეხებოდა თუ არა საკიღხი უკრაინელელი სამხედროებისთვის starlink - ის შესაძლებლობის გამოყენებას ბლინკენმა უპასუხა, რომ „არ შემიძლია გაგიზიაროთ არცერთი საუბრის შინაარსი, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჩვენ გვქონდა საუბარი“.
თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ამერიკული კომპანია SpaceX უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სისტემის სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენების შესაძლებლობის ჩამორთმევას აპირებდა.
2022 წლის დეკემბერში უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განუცხადა Bloomberg-ს, რომ მასკი დათანხმდა უკრაინას Starlink სატელიტური ინტერნეტისთვის კიდევ რამდენიმე ათასი ტერმინალის მიწოდებაზე. სააგენტომ აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან უკრაინამ დაახლოებით 22 000 ტერმინალი მიიღო.