აშშ კანადასა და მექსიკასთან სახმელეთო საზღვარზე დაწესებულ შეზღუდვებს სრულად ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის მოხსნის. ამის შესახებ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, ალეხანდრო მაიორკასმა განაცხადა.
„ნოემბრიდან აშშ-ის ადმინისტრაცია მექსიკიდან და კანადიდან სრულად ვაქცინირებულ ვიზიტორებს დაუშვებს არა არსებითი მოგზაურობისთვის, მათ შორის მეგობრებისა და ოჯახის მონახულების ან ტურიზმის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვების მოხსნა არავაქცინირებულ ვიზიტორებს არ შეეხებათ.
კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო, აშშ-მა კანადასა და მექსიკასთან სახმელეთო საზღვარზე შეზღუდვები 2020 წლის 21 მარტს დააწესა.
imedinews.ge