აშშ 11 კომპანიას უწესებენ ექსპორტზე შეზღუდვებს, მათ შორის ორი რუსული კომპანია - Авиатех-ი და Авиазапчасть-ი.
ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
ექსპორტის შეზღუდვის მქონე კომპანიების სიაში კიდევ 11 ბიზნეს-სუბიექტი მოხვდა.
აშშ-ს მთავრობამ დაადგინა, რომ ეს ეს 11 ორგანიზაცია შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ან საგარეო პოლიტიკური ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. საუბარია კომპანიებზე მიანმარიდან, ჩინეთიდან, ნიკარაგუიდან და რუსეთიდან.
დასანქცირებული კომპანიების სიაშია - Miya Win-ი, Myanmar New Era Trading Company და Suntac Group-ი, კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ „სამხედრო აღჭურვილობის გაყიდვა-შეძენას და რაც ბირმის სამხედრო რეჟიმს საშუალებას აძლევს ჩაიდინოს დანაშაულები ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, ასევე განახორციელოს სასტიკი საჰაერო თავდასხმები, რომელიც იწვევს მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილსა და დაშავებას“.