24 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებს სანქციები დაუწესა. მათ შორის 11 ბანკია: Приморье, Уралсиб-ი, Зенит-ი, Левобережный, მოსკოვის საკრედიტო ბანკი (МКБ), სანკტ პეტერბურგის ბანკი, МТС ბანკი, СДМ-банк-ი, Ланта-банк-ი, Металлинвестбанк-ი და ურალის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (УБРиР).
ამასთან, რუსულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ბანკ Приморье-ს (ვლადივოსტოკი), SWIFT გზავნილები შეუჩერდა.
„Приморье დროებით აჩერებს SWIFT-ის გადარიცხვების მიღებას ყველა მიმართულებით, სანამ უცხოური ბანკებიდან პასუხები და დამატებითი განმარტებები მიიღება “, - ნათქვამია ბანკის ტელეგრამის არხში.
მანამდე Приморье ბანკმა განაცხადა, რომ, აშშ-ს სანქციების სიაში მისი შეყვანის გამო, შესაძლოა Union Pay ბარათებით საზღვარგარეთ ტრანზაქციები დაბლოკილიყო.
Приморье ბანკის 2021 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბანკის უმსხვილესი აქციონერი პრიმორსკის მხარის ყოფილი გუბერნატორის მეუღლეა, 10% Anchor Worldwide Litd-ს (ჰონკონგი) ეკუთვნის. სხვა აქციონერების აქციები საწესდებო კაპიტალის 10%-ზე ნაკლებია.