აშშ-მ ირანსა და თურქეთში ოთხ ორგანიზაციასა და სამ პირს სანქციები დაუწესა. Reuters-ის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ ირანისთვის დრონების წარმოებისთვის საჭირო ტექნიკის მიწოდებაზე.
„ირანის უპილოტო საფრენი აპარატებისა და იარაღის გავრცელება საფრთხეს წარმოადგენს არამარტო რეგიონული, არამედგლობალური უსაფრთხოებისთვისაც. აშშ გააგრძელებს იმ ორგანიზაციების გამოაშკარავებას, რომლებიც ირანს სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებენ“,- აღნიშნა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სანქციათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბრაიან ნელსონმა.