აშშ უკრაინაში დაახლოებით 30 M1 Abrams ტანკის გაგზავნას განიხილავს, ამის შესახებ Politico იტყობინება.
სამშაბათს, The Wall Street Journal-ი იტყობინებოდა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია, გერმანიასთან შეთანხმების ფარგლებში, ამ კვირაში გააკეთებდა განცხადებას უკრაინისთვის M1 Abrams ტანკების მიწოდების შესახებ.
ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა Associated Press-ს განუცხადა, რომ ვაშინგტონმა უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ განცხადება შესაძლოა ოთხშაბათს, გერმანიასთან ერთად, გააკეთოს.
რაც შეეხება M1 Abrams-ს, ის აშშ-ს სამხედროების მთავარი საბრძოლო ტანკი 1980 წლიდანაა. შეერთებულ შტატებს M1 Abrams-ის სხვადასხვა მოდიფიკაციის 2 600-ზე მეტი ერთეული აქვს.
Leopard 2 კი გერმანიის მთავარი საბრძოლო ტანკია. ის ასევე შედის ავსტრიის, უნგრეთის, პოლონეთის, თურქეთის, ნორვეგიის, შვედეთის, შვეიცარიის, ესპანეთის, დანიის, საბერძნეთისა და ფინეთის შეიარაღებაში. Leopard 2 შეიარაღებულ ძალებში 1979 წლიდანაა, მას მრავალი მოდიფიკაცია აქვს და 3600 ერთეულზე მეტი არსებობს.