ამერიკის საკვების ხარისხისა და მედიკამენტების სანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა დაჩქარებული წესით გასცა თანხმობა პრეპარატ Leqembi-ს გამოყენებაზე, რომელიც განკუთვნილია ალცჰაიმერის დაავადებისთვის. ამის შესახებ საუბარია ორგანიზაციის ვებგევრდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„აღნიშნული მკურნალობის მეთოდი არის უახლესი თერაპია, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ დაავადების სიმპტომების კუპირებაზე, არამედ მისი ძირითადი პროცესის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - წერია უწყების განცხადებაში.
პრეპარატი Leqembi არის იაპონური ფარმაცევტული კომპანია Eisai-სა და ამერიკული Biogen-ის მიერ შექმნილი მედიკამენტი, რომელზეც დაჩქარებული წესით თანხმობა გაიცა იმის გამო, რომ მას აქვს მოსახლეობაში მაღალი მოთხოვნილება და დადასტურებული ეფექტურობა.
პრეპარატის კვლევები მსუბუქი კონგიტური აშლილობის მქონე 865 პაციენტზე ჩატარდა, რა დროსაც დადგინდა, რომ ისინი, ვინც იღებდნენ Leqembi-ს, ჰქონდათ უკეთესი შედეგები, ვიდრე ის ჯგუფი, რომელიც იღებდა პლაცებოს.