აშშ-მა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ოპერატორსა (Nord Stream 2 AG) და მის ხელმძღვანელობას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„ეს ნაბიჯები უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ ჩვენი სანქციების საწყისი ტრანშის კიდევ ერთი ნაწილია. როგორც გარკვევით განვაცხადე, ჩვენ არ მოვერიდებათ შემდგომი ნაბიჯების გადადგმას, თუ რუსეთი გააგრძელებს ესკალაციას“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.
22 თებერვალს, გერმანიამ გაზსადენი Nord Stream 2-ის სერტიფიცირება შეაჩერა. გერმანიის კანცლერის თქმით, კრიზისული პირობების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე Nord Stream 2-ი ვერ გაგრძელდება, რის გამოც, მისი დამტკიცების პროცესი შეჩერდა.
21 ივლისს, აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. აღნიშნული მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას.