აშშ-მა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის შავ სიაში მოხვდა რუსი ოლიგარქი ვლადიმირ პოტანინი და მის მიერ შესყიდული „როსბანკი“. ასევე „ვითიბი ბანკის“ 17 შვილობილი კომპანია.
როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, „ვითიბი ბანკს“ სანქციები ჯერ კიდევ თებერვალში დაუწესდა. ანალოგიური შეზღუდვები გავრცელდება ყველა იმ კომპანიაზე, სადაც რუსული ბანკი აქციების 50%-ზე მეტს ფლობს, თუმცა ამჯერად ეს კომპანიები შავ სიაში ჩამოთვლილი იქნება.
აღსანიშნავია, რომ პოტანინი „ფორბსის“ ინფორმაციით რუსეთში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილზეა.
სანქციები ასევე ამოქმედდება რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერების და გუბერნატორების წინააღმდეგ. მათ შორისაა ანდრეი ბელოუსოვი და დმიტრი ჩერნიშენკო.
ასევე ნუსხაში მოხვდა „სოვკომფლოტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი ფრანკი. ასევე კალინინგრადის, ბელგოროდის, კურსკის, სვერდლოვსკის, კრასნოიარსკის, ნოვოსიბირსკის და მოსკოვის ოლქების გუბერნატორები.