შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის ოთხ იურიდიულ და ორ კერძო პირს. ახალი სანქციები უკავშირდება აშშ-ის მტკიცებას, ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ და რუსეთის მცდელობებს, გავლენის ქვეშ იყოლიოს სხვა ქვეყნებზე, მათ შორის უკრაინაზე.
„ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, რომლებიც დღეს შეგვყავს სიაში, შეასრულეს სხვადასხვა როლი რუსეთის მცდელობებში, მანიპულირება და დესტაბილიზაცია მოეხდინათ შეერთებული შტატებსა და მის მოკავშირეებსა და პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის უკრაინაში“, - ნათქვამია აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს 29 ივლისის განცხადებაში.
სანქციები დაწესდა აშშ-ის აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად, უცხო ქვეყანაში არჩევნებში ჩარევასა და მავნებელი კიბერ აქტივობასთან დაკავშირებით, ნათქვამია განცხადებაში. სანქციები დაეკისრათ მოსკოველებს, ნატალია ბურლინოვას და ალექსანდრე იონოვს.
ოთხი ორგანიზაციიდან ერთ-ერთი, რომელსაც სანქციები დაუწესეს, არის რუსეთის მოძრაობა გლობალიზაციის წინააღმდეგ“, რომელიც მოსკოვში მოქმედებს. კიდევ ერთი - საზოგადოებრივი ინიციატივის „კრეატიული დიპლომატიის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრი, რომელიც ასევე მოსკოვშია დაფუძნებული.
აშშ-ს ფინანსთა უწყების მიერ შემოღებული სანქციები კონკრეტულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უყინავს აქტივებს აშშ-ში და მათთან ურთიერთობას უკრძალავს აშშ-ის მოქალაქეებს.
წყარო: radiotavisupleba.ge