აშშ-მა თურქეთი გააფრთხილა რუსეთში იმ პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით, რასაც შესაძლოა, მოსკოვი უკრაინაში საომარი მოქმედებებისთვის იყენებდეს

აშშ-მა თურქეთი გააფრთხილა რუსეთში იმ პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით, რასაც შესაძლოა, მოსკოვი უკრაინაში საომარი მოქმედებებისთვის იყენებდეს

access_time2023-02-05 17:09:09

აშშ-მა თურქეთი რუსეთში ქიმიური ნივთიერებების, მიკროჩიპებისა და სხვა პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით გაფრთხილა, რასაც მოსკოვი, შესაძლოა, იყენებდეს უკრაინაში თავისი საომარი ძალისხმევისთვის.


როგორც სააგენტო „როიტერი“ ვაშინგტონმა, შესაძლოა,  იმ თურქული კომპანიების, ბანკების დასასჯელად, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არღვევენ ზომებს მიმართოს.


ხუთშაბათს და პარასკევს თურქეთში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციებზე მომუშავე განყოფილების ხელმძღვანელი ბრაიან ნელსონი იმყოფებოდა, რომელიც თურქეთის მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ რუსეთისთვის პროდუქციის მიწოდების აღკვეთის კუთხით მეტი თანამშრომლობისკენ მოუწოდა.



ბანკირებთან შეხვედრაზე  ნელსონმა განაცხადა, რომ რუსეთში წლიური ექსპორტის ზრდა თურქულ კომპანიებს მოწყვლადს ხდის რეპუტაციული და სასანქციო რისკების წინაშე ან „დიდი შვიდეულის“ ბაზრებზე წვდომის დაკარგვის საფრთხის წინაშე აყენებს. 

 „როიტერს“ აშშ-ის მთავრობაში ანონიმურმა წყარომ განუცხადა,რომ  ანკარასა და სტამბოლში გამართული შეხვედრებისას ნელსონმა და სახაზინო დეპარტამენტის დელეგაციამ ხაზი გაუსვეს რუსეთში თურქეთიდან ათობით მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტს, რაც შეშფოთებას იწვევს.


„როიტერის“ მასალაში ნათქვამია, რომ რუსეთის საბაჟო მონაცემების მიხედვით,  31 ოქტომბრამდე, შვიდი თვის განმავლობაში, რუსეთში შევიდა 2,6 მილიარდი დოლარის ღირებულების კომპიუტერები და სხვა ელექტრონული კომპონენტები. ამ პროდუქციიდან, სულ მცირე, 777 მილიონის ღირებულების მასალები დასავლური კომპანიების მიერ იყო წარმოებული, რომელთა ჩიპებიც რუსეთის შეიარაღების სისტემებშია აღმოჩენილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up