აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკამ უკრაინას დახმარების ახალი, 350 მილიონ დოლარიანი დახმარების პაკეტი გამოუყო.
„დღეს, პრეზიდენტ ბაიდენის დელეგაციის უფლებამოსილების საფუძველზე, უკრაინისთვის 350 მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკული შეიარაღებისა და აღჭურვილობის გადაცემის უფლებას გავცემ“, - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გავრცელდა.
როგორც ცნობილია ამერიკული დახმარების პაკეტში შედის საბრძოლო მასალები „ჰაიმარსებისთვის“, „ჰაუბიცებისა“ და „ბრედლის“ ტიპის ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანებისთვის, HARM-ის რაკეტები, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და მდინარის კატერები.