აშშ-მა უკრაინასა და მის მხარდამჭერ ქვეყნებს 3,75 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინასა და მის მხარდამჭერ ქვეყნებს 3,75 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

access_time2023-01-07 11:00:36


ენტონი ბლინკენმა უკრაინისა და
ევროპელი მოკავშირეებისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, 3,75 მილიარდი დოლარის ოდენობით გამოაცხადა.

ამ პაკეტიდან თითქმის 700 მილიონი ევროპელი პარტნიორებისთვის არის განკუთვნილი, უკრაინისთვის გადაცემული იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის კომპენსაციის სახით.


ბლინკენის განცხადებიდან ცოტა ხანში პენტაგონმა ახალი პაკეტის დეტალები გამოაქვეყნა. მასში უშუალოდ უკრაინისთვის შევა 50 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Bradley; 500 ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი და მათთვის 250 ათასი ჭურვი; 55 დაჯავშნილი მანქანა MRAP-ი ნაღმსაწინააღმდეგო დაცვით; 100 ჯავშანტრანსპორტიორი M113; „მიწა-ჰაერი“ კლასის საზენიტო რაკეტები Sea Sparrow, რომლებიც მოდერნიზებულია „ბუკის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან გასაშვებად; 138 მაღალი გამავლობის ტაქტიკური მანქანა Hummer-ი; სისტემა HIMARS-ისთვის განკუთვნილი რაკეტები; ასევე სხვადასხვა სახის ჭურვები საჰაერო თავდაცვისა და მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის, ტყვიამფრქვევები, სნაიპერული შაშხანები და სხვა იარაღი.


უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა „ტელეგრამში“ დაადასტურა, რომ უკრაინა მიიღებს ჯავშანტექნიკას, რაკეტებს Sea Sparrow და რაკეტებს HIMARS-ისთვის. „გამარჯვების წელი ჯერ მხოლოდ იწყება,“ დაწერა მან.

დღეისთვის უკრაინისთვის და მისი მხარდამჭერი ქვეყნებისთვის აშშ-ის მიერ გაწეული სამხედრო დახმარება 24,9 მილიარდ დოლარს შეადგენს, აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.

უკრაინისთვის აღმოჩენილი დახმარების მიხედვით, აშშ-ს მოსდევენ დიდი ბრიტანეთი, გერმანია, კანადა და პოლონეთი.

მსოფლიოს არმიების ახალ რეიტინგში, რომელიც Global Firepower-მა (GFP) შეადგინა, უკრაინა პირველად შევიდა პირველ 15 ქვეყანაში. მან გაუსწრო ირანს, ისრაელს, ავსტრალიას, საუდის არაბეთს, ესპანეთს, ტაივანსა და გერმანიას. შარშან უკრაინის არმია მსოფლიოში 22-ე ადგილზე იყო.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up