აშშ იმ წყალქვეშა აუდიოჩანაწერების გაანალიზებას გეგმავს, რომელიც ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენზე მომხდარი აფეთქებებისას გაკეთდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია შვედეთისა და დამიის მიერ გაკეთებულ ჩანაწერებზე. აშშ- ს საზღვაო ძალების მიერ, უნიკალური წყალქვეშა ხმების გამოკვლევამ შესაძლოა უფრო დეტალური სურათი წარმოაჩინოს იმის შესახებ, თუ რა მოხდა მილსადენზე აფეთქებების დროს.
წყალქვეშა ხმის დამუშავება განიხილება, როგორც გამოძიების მთავარი ნაწილი. მითუმეტეს, რომ სატელიტური სურათები, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გაჟონა, ღრუბლიანი ამინდის გამო შესაძლოა გამოუსადეგარი აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ წყალქვეშა ბგერების დამუშავების შესაძლებლობა ბევრ ქვეყანას აქვს, ამ კუთხით აშშ-ს სისტემა ყველაზე ინოვაციურია.
ჩრდილოეთის ნაკადი 1 და ჩრდილოეთის ნაკადი 2 გაზსადენებზე აფეთქებები სექტემბრის ბოლოს მოხდა, ოთხი ხაზიდან დაზიანა სამი. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ევროკავშირმა ფაქტს უკვე უწოდა დივერსია უწოდა.