„უკრაინული ძალები ახლა რაკეტებს, ჭურვებს და სხვა საბრძოლო მასალას საჭიროებენ,“ - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისი თქმით აშშ ყოველ დღე დედამიწის ყველა კუთხეში უკრაინისთვის შესაფერის საბრძოლო მასალას ეძებს.
“უკრაინული ძალები ახლა შეიარაღებული არიან სხვადასხვა ტიპის იარაღით, რომლებიც საჭიროებენ რაკეტებს, ჭურვებს, ნაღმებს და სხვა საბრძოლო მასალას“, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
ბლინკენის განცხადებით, აშშ-ს ეჭვი არ ეპარება უკრაინის გამარჯვებასა და წარმატებაში. მისი თქმით, ამისთვის მარტივი, მაგრამ ძლიერი მიზეზი არსებობს.
„სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ შორის, ჩვენს დახმარებასაც, ყველაზე დიდი სხვაობა ისაა, რომ უკრაინელები საკუთარი ქვეყნისთვის იბრძვიან, საკუთარი მომავლისთვის და მიწისთვის, რუსები არა“, - აღნიშნა ბლინკენმა.