აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი ამოწმებს რამდენიმე ბანკს, მათ შორის, შვეიცარიულ Credit Suisse-სა და UBS-ს, რუსი ბიზნესმენებისთვის სანქციების გვერდის ავლაში შესაძლო დახმარების ფაქტებზე. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
Credit Suisse-სა და UBS-ს გარდა ჩამონათვალში მოხვდნენ, აშშ-ის მსხვილი ბანკების ზოგიერთი თანამშრომელი. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი მსგავს ზომებს ატარებს, რათა დადგინდეს, ბანკის რომელი თანამშრომელი თანამშრომლობდა კლიენტებთან, რომელთა მიმართაც შემოღებული იყო სანქციები. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ბანკები დაჯარიმდებიან.
19 მარტს შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ დაამტკიცა UBS-ის მიერ Credit Suisse-ის შესყიდვა და გარანტიები მისცა ქვეყნის ეროვნულ მარეგულირებელს Credit Suisse-ისთვის ლიკვიდურობის უზრუნველყოფის მიზნით. გასხვისების გარიგების თანხა 3,24 მილიარდი დოლარია.