“აშშ რუსეთის და პუტინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას დღეს პარასკევს გეგმავს “ - ეს ინფორმაცია cnn - ს რამდენიმე წყარომ მიაწოდა.
მათივე ინფორმაციით რუსეთის ლიდერი და რუსეთის ეკონომიკა გახდება აშშ-ის სანქციების მთავარი სამიზნე უკრაინაში შეჭრის გამო.
აშშ-ის ეს ქმედება მოჰყვა, ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ცნობას, სადაც ის პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე საუბრობდა.
როგორც cnn - ს წყარომ უთხრა აშშ— ს სანქცირებულთა სიაში რუსეთის ოფიციალური პირებიც შევლენ.
cnn.com