აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთსა და ჩინეთში სუპერკომპიუტერებისა და ხელოვნური ინტელექტისთვის გამოყენებული ჩიპების გაყიდვაზე შეზღუდვები დააწესა, ამის შესახებ NewYork Times-ი წერს.
გრაფიკული პროცესორების მწარმოებლებმა - Nvidia-მ და AMD-მა განაცხადეს, რომ ახლა მთავრობა საექსპორტო ლიცენზიებს ორი ტიპის მაღალი ხარისხის სერვერული სისტემის ჩიპების გაყიდვისთვის მოითხოვს. ამ გზით, ვაშინგტონი ცდილობს რუსეთისა და ჩინეთის მიერ ნახევარგამტარების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების შეზღუდვებს მიაღწიოს.
შეგახსენებთ, რომ სუპერკომპიუტერები შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღის შესაქმნელად და დაზვერვის შესაგროვებლად. ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო ხშირად გამოიყენება ვიდეოებში სახეების იდენტიფიცირებისთვის.
ამჟამად, Nvidia არ თანამშრომლობს რუსეთთან, მაგრამ ჩინეთის ბაზარზე საქონელს აწვდის. AMD-მ აღნიშნა, რომ ახალი შეზღუდვები არ დაუშვებს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის ვიდეო ბარათის მიწოდებას რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთში.