მიმდინარე კვირაში შეერთებული შტატები რუსეთში 200 ფიზიკური და იურიდიული პირისთვის გეგმავს სანქციების დაწესებას. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
„მოსალოდნელია, რომ ჯო ბაიდენი ამ კვირაში ახალ სანქციებს დააწესებს 200 რუსი პირისა და სტრუქტურის მიმართ”, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სანქციების ახალი პაკეტი უკრაინაში რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის წლისთავს დაემთხვევა.
WSJ ხაზს უსვამს, რომ ვაშინგტონი და ევროპელი მოკავშირეები „ეძებენ გზებს, რომ მოსკოვს შეუზღუდონ ყველა იმ მნიშვნელოვან მასალაზე წვდომა, რომელიც თავდაცვისა და ტექნოლოგიური სექტორების გაძლიერებას ისახავს მიზნად.“
წყაროს თანახმად, აშშ-ს ახალი სანქციები რუსეთის გუბერნატორებს, რუსეთის ფედერაციის მთავრობის თანამშრომლებს, ტექნოლოგიური კომპანიებსა და თავდაცვის სექტორის წარმომადგენლებს შეეხებათ.